ლიონელ მესის საოცარი მაჩვენებელი
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში კატალონიის “ბარსელონა” “დორტმუნდის ბორუსიას” დაუპირისპირდება. ლეგენდარული ლიონელ მესისთვის “ბარსელონას” შემადგენლობაში, ეს შეხვედრა რიგით მეშვიდასე იქნება. არგენტინლმა 699 დაპირისპირებაში 612 გოლი გაიტანა და 257 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ანტუან გრიზმანი: ” ბარსელონაში თამაში უფრო რთულია ვიდრე ატლეტიკოში “
როგორც იცით ფრანგი შემტევი ზაფხულში კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდა. გულშემატკივრები გრიზმანისგან უფრო მეტს ითხოვენ, ვიდრე ახლა აკეთებს. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა მარკასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა ” ზოგადად არ არის ადვილი იყო “ბარსელონას” ფეხბურთელი. აქ თამაში საკმაოდ რთულია ” ” ჩემთვის ეს არის ახალი კლუბი , ახალი ტაქტიკა , რასთანაც ადაპტაცია მჭირდება. კატალონიელები “ატლეტიკოსგან” აბსოლუტურად განსხვავებული სტილით […]
ლონდონის ჩელსის შემადგენლობა ბარსელონას წინააღმდეგ ცნობილია
ზუსტად 1 საათში (14:30) სტარტს აიღებს ამხანაგური მატჩი ტოკიოში, სადაც ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ “ჩელსის” შემადგენლობას კატალონიელთა წინააღმდეგ:
ბარსელონას შემადგენლობა ჩელსის წინააღმდეგ ცნობილია
ზუსტად 1 საათში (14:30) სტარტს აიღებს ამხანაგური მატჩი ტოკიოში, სადაც ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია კატალონიური კლუბისთვის, რადგან უკვე ოფიციალურად შედგება ანტუან გრიზმანის დებიუტი. გთავაზობთ “ბარსელონას” შემადგენლობას ლონდონელთა წინააღმდეგ:
გრიზმანისა და დე იონგის დებიუტი ხვალ შედგება?!
ხვალ, 23 ივლისს, იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში, თბილისის დროით 14:30 საათზე, ლონდონის “ჩელსისა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. მატჩი მეტად მნიშვნელოვანია “ბარსელონას” გულშემატკივართათვის, რადგან მთელი საფეხბურთო სამყარო და განსაკუთრებით კი ესპანური გრანდის გულშემატკივრები ახლადშეძენილი ფეხბურთელების, ანტუან გრიზმანისა და ფრენკი დე იონგის დებიუტს ელოდებიან. ანტუან გრიზმანი და ფრენკი დე იონგი “ბარსელონას” გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ, […]
ბარსელონამ 2019/20 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა (ფოტოები)
კატალონიელებმა 2019/20 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინეს:
პიკემ მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩზე ისაუბრა
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” მცველმა – ხერარდ პიკემ მეტოქეზე ისაუბრა. “იუნაიტედისთვის შანსის დატოვების უფლება არ გვაქვს, თუ საშუალება გვექნება მათ ბევრი გოლი უნდა გავუტანოთ, არ უნდა გავჩერდეთ. “პსჟ” ამის კარგი მაგალითია, პარიზელებმა ოლდ ტრაფორდზე უკეთ ითამაშეს და მეტი გოლის გატანა შეეძლოთ.” შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირება დღეს მანჩესტერში შედგება, სადაც ადგილობრივი […]
გავიხსენოთ: მესის პირველი ჯარიმა კარიერაში (ვიდეო)
მესიმ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)
ამ წუთებში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “ბეტისს” ეთამაშება. “ბლაუგრანა” მეტოქეს ლეო მესის საჯარიმო გოლით ამარცხებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-5 ჯარიმა გაიტანა. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ეს საუკეთესო შედეგია.
უმტიტი ბარსელონას ტოვებს, ახალი სავარაუდო გუნდები ცნობილია
კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი ტოვებს. მოგეხსენებათ, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელმა სექტემბერში მუხლის ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა. ახლა კი იტალიური Calciomercato ავრცელებს ინფორმაციას, რომ უმტიტის “ბარსას” დატოვება სურს. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ზაფხულში დე ლიხტს შეიძენენ, სამუელის გუნდიდან წასვლის შანსი უფრო გაიზრდება. ცნობისთვის, 25 წლის ცენტრალურ მცველს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. […]
პიკე მანჩესტერთან შეხვედრას გამოეხმაურა
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები გახდა ცნობილი. კატალონიის “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. “ბლაუგრანას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ ყოფილ გუნდთან გასამართ თამაშზე კომენტარი გააკეთა: “ჩემს მე-2 სახლში ვბრუნდები.” შეგახსენებთ, რომ პიკემ კარიერა “იუნაიტედში” დაიწყო და ესპანეთში “ოლდ ტრაფორდიდან” გადაბარგდა.