ტომას ტუხელი: “ბაიერნი ფენომენალურ ფორმაშია, მათ უფრო დიდი გამოცდილებაც აქვთ”
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრის წინ, “პსჟ-ს” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მოლოდინების, განწყობის და საკუთარი გუნდის მზადების შესახებ ისაუბრა. “ამ დროისთვის “ბაიერნი” ფენომენალურ ფორმაშია. ეს არის ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავი, რომლებიც მშივრები არიან და ტურნირის მოგება სწყურიათ. ბევრს ვლაპარაკობ კეილორ ნავასთან, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან, ასევე გვყავს ანხელ დი მარია და ნეიმარი, რომლებმაც […]
კეილორ ნავასის და მისი მეუღლის ღირსეული საქციელი
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო მსოფლიოში უამრავი პრობლემა შეიქმნა. მათ შორის ფინანსური. უამრავი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე და შესაბამისად საკვებ პროდუქტს ვერ ყიდულობენ. საქმე ამჯერად კოსტა რიკას ეხება. კოსტა რიკაში საშინელი მდგომარეობაა და ხალხს ძალიან უჭირს. ამასთან დაკავშირებით კეილორ ნავასმა და მისმა მეუღლემ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი 3700 ოჯახს საკუთარი ხარჯებით პროდუქტების მომარაგებაში დაეხმარნენ. ნავასების დამსახურებით […]
ტიბო კურტუამ კეილორ ნავასის რეკორდი გააუმჯობესა
ბელგიელი კიპერისთვის სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო. იყო საუბრები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ , მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ახლა უკვე კურტუა რეკორდის დამყარებას ახერხებს. მადრიდის “რეალი” ბოლო 5 შეხვედრაა კარის მშრალად შენახვას ახერხებს. რა თქმა უნდა ამაში წვლილი ტიბო კურტუასაც მიუძღვის. უკანასკნელად მან გოლი “მალიორკასთან” შეხვედრაში მე-7 წუთზე გაუშვა. ამის შემდეგ ვერცერთმა გუნდმა და ფეხბურთელმა […]
კეილორ ნავასი პსჟ-ს მიუახლოვდა
მადრიდის “რეალის” კიპერი, კეილორ ნავასი “პსჟ”-ში გადასვლასთანაა ახლოს. Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნავასი პარიზულ გრანდს შესაძლოა 1 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით შეუერთდეს. გარიგების თანახმად, კეილორ ნავასის “პსჟ”-ში გადასვლის შემთხვევაში – პარიზელთა კიპერი, ალფონს არეოლა “რეალს” შეუერთდება.
პსჟ და რეალი ფეხბურთელების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
გავლენიანი ესპანური მედიაგამოცემა AS იტყობინება, რომ მადრიდის “რეალსა” და “პსჟ”-ის შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეკარეების გაცვლის შესახებ. აღნიშნული ფაქტი კეილორ ნავასის უკმაყოფილების შედეგია საკუთარი გუნდის მიმართ – მან სულ ახლახანს მეტი სათამაშო დროის მიზეზით გუნდიდან წასვლა მოითხოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსტა-რიკელმა მეკარემ ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას პირადად მიაღწია, მისი ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება. იმ შემთხვევაში […]
რეალი კეილორ ნავასს ემშვიდობება: მადრიდში პირველი კურტუაა
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონში გუნდის პირველი მეკარე ტიბო კურტუა იქნება.
ზიდანმა მარსელო, ისკო და ნავასი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა
მადრიდის “რეალი” ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში პირველი მატჩის გასამართად ემზადება. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ფრანგმა ძირითად შემადგენლობაში ისკო, მარსელო და კეილორ ნავასი დააბრუნა – ფეხბურთელები, რომლებმაც ზიდანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სანტიაგო სოლარის მწვრთნელობის პერიოდში, ისკომ და მარსელომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგეს: არგენტინელი სპეციალისტი ღიად აცხადებდა, რომ ისკო ვარჯიშებზე არასათანადოდ […]