კაზემირო 2020 წლის ესპანური ფეხბურთის საუკეთესო ლათინო-ამერიკელ ფეხბურთელად დასახელდა
ესპანეთში მოქმედმა ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტომ, EFE-მ, გასული წლის საუკეთესო ლათინო-ამერიკელი ფეხბურთელი დაასახელა – ტიტულის მფლობელი მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახევარმცელი, კაზემირო გახდა. კაზემიროსთვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა – ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “რეალთან” ერთად ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო. “ასეთი ინდივიდუალური ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია, თუმცა ამას ჩემი თანაგუნდელების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდი, ამისათვის […]
კეილორ ნავასი პსჟ-ს მიუახლოვდა
მადრიდის “რეალის” კიპერი, კეილორ ნავასი “პსჟ”-ში გადასვლასთანაა ახლოს. Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნავასი პარიზულ გრანდს შესაძლოა 1 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით შეუერთდეს. გარიგების თანახმად, კეილორ ნავასის “პსჟ”-ში გადასვლის შემთხვევაში – პარიზელთა კიპერი, ალფონს არეოლა “რეალს” შეუერთდება.
დონარუმა სათადარიგოთა სკამზე | პსჟ-ს მთავარი კიპერი კვლავ ნავასი იქნება
ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021/22 წლების სეზონში, ჯიჯი დონარუმა სათადარიგოთა სკამზე იჯდება და პარიზული გრანდის ნომერ პირველი არჩევანი კვლავ კეილორ ნავასი იქნება. “მილანთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ჯიჯი დონარუმა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. არაერთი წყაროს მტკიცებით, იტალიელ კიპერსა და პარიზულ გრანდს შორის შეთანხმება მიღწეულია და ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დონარუმა კონტრაქტს ხელს მოაწერს – […]