ჩელსიმ კეპა დასაჯა
ლონდონის “ჩელსიმ” ლიგის თასის ფინალში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კეპა არისაბალაგა დასაჯა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტისთან” ჩატარებული მატჩის მიწურულს, ესპანელმა მეკარემ შეცვლაზე უარი თქვა. “ჩელსის” კარის დარაჯმა თამაშის შემდგომ ბოდიში მოიხადა, მაურისიო სარიმ კი თქვა, რომ გაუგებრობა მოხდა. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კეპა მაინც დასაჯოს. 24 წლის მეკარე ერთი კვირის ხელფასს ვერ მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, […]
კეპამ 5 წამში ბურთი 3-ჯერ მოიგერია (ვიდეო)
კეპას დასჯას სარიც აპირებს
კეპა არისაბალაგას ლიგის თასის ფინალში მომხდარ ინციდენტს არ პატიობენ. ესპანელ მეკარეს დღეს “ჩელსიმ” ვერდიქტი გამოუტანა – კეპას ერთი კვირის ხელფასი ჩამოეჭრება. ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის დასჯას ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარიც აპირებს. იტალიელი სპეციალისტი კეპას “ტოტენჰემთან” თამაშის შემადგენლობაში არ დააყენებს.
ჩელსის კეპასა და ტერ შტეგენის გაცვლა სურს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” “ბარსელონას” კეპასა არისაბალაგასა და ტერ შტეგენის გაცვლას შესთავაზებს. 2 წლის წინ “ლურჯებმა” ესპანელი მეკარე “ატლეტიკიდან” იყიდეს. ტრანსფერში გადახდილი 71.8 მილიონ ევროთი კეპა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ამის მიუხედავად, ფრენკ ლამპარდი 25 წლის ფეხბურთელით ბოლომდე კმაყოფილი არაა და გუნდში ახალ მოთამაშეს ეძებს. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ ლონდონელები ტერ შტეგენის […]
კეპას მოგერიებული ბურთების ყველაზე ცუდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს
ინგლისის პრემიერ ლიგა გულშემატკივარს არაერთ საინტერესო სტატისტიკას სთავაზობს. ამჯერად კი ინგლისელებმა მეკარეების მოგერიებული ბურთების პროცენტული მაჩვენებელი დაითვალეს. ჩელსის მეკარეს კეპა არისაბალაგას ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. პირველ ადგილს კი ალისონ ბეკერი იკავებს. 1. ალისონი – 83 % 2. დეიან ჰენდერსონი – 75 % 3. ვესენტე გუაიტა – 73 % 4. კასპერ შმეიხელი – 73 % 5. […]
კეპა ტოტენჰემთან მატჩში სათადარიგო სკამზეა
ამ წუთებში პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩები მიმდინარეობს. ლონდონის “ჩელსი” შინ “ტოტენჰემს” ეთამაშება. როგორც ჩანს, მაურისიო სარიმ გუნდის მეკარეს, კეპა არისაბალაგას “სიტისთან” თამაშში შეცვლაზე უარის თქმა არ აპატია. ესპანელი კარის დარაჯი სათადარიგო სკამზეა. მის ნაცვლად სარიმ ძირითადში რუი კაბალიერო დააყენა.