ხამეს როდრიგესის ბრწყინვალე გოლი ლესტერის კარში (ვიდეო)
“ხარისხი და არა ფიზ-მომზადება” – ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესი დაიცვა
არასასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო, ბრიტანულ მედიაში ხამეს როდრიგესს კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა კოლუმბიელ ფეხბურთელს საყვარელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელმა მხოლოდ არსებული სათამაშო ხარისხის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. “მან უნდა ივარჯიშოს სწორად, ისევე როგორც წინა კვირაში. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ის ფაქტი, რომ ხამესმა ინგლისის […]
საუკუნის ძარცვა – ხამესის ტრანსფერი
ხამეს როდრიდეგისისა და კარლო ანჩელოტის თანამშრომლობა სულ რაღაც 1 თვეს ითვლის, თუმცა კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ბრწყინვალე სათამაშო ფორმით ყველას გაკვირვება გამოიწვია. არაერთი სკეპტიკოსის აზრით, ხამესის “ევერტონში” გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და “სანტიაგო ბერნაბეუზე” წარუმატებელი სეზონების შემდეგ, ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში ფურორს მოახდენდა. სკეპტიკოსების პროგნოზები არ გამართლდა! პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში […]
ხამეს როდრიგესის სადებიუტო გოლი პრემიერ ლიგაში (ვიდეო)
ანჩელოტი: “სწრაფი ფეხბურთელი რომ მდომოდა, ხამესს კი არა უსაინ ბოლტს დავიმატებდი”
“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრემიერლიგის ახალ სეზონში “ტოტენჰემთან” გამარჯვების შემდეგ, გუნდის ახალწვეულის ხამეს როდრიგესის შესახებ ისაუბრა. “ხამესი არ არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, მაგრამ მას აქვს ბევრი დადებითი თვისება. ის არ არის გარემარბი, მაგრამ მას შეუძლია სიღრმიდან თამაში, ბურთის მიღება და ძალიან საშიშია მეტოქეებისთვის. მე არ მაინტერესებს მისი ფიზიკური მდგომარეობა. ეს რომ მაინტერესებდეს, უსეინ […]
ხამეს როდრიგესი: “მე და ანჩელოტის დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია”
“ევერტონში” გადასვლის შემდეგ, კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა პირველი კომენტარი გააკეთა. “ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ შესანიშნავ კლუბში გადმოვედი, რომელსაც აქვს საოცარი ისტორია და ჰყავს მწვრთნელი, რომელიც მიცნობს. მსურს ბევრი რამის მიღწევა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტიტულების მოპოვება. “ევერტონში” გადმოვედი იმისთვის, რომ გავძლიერდე, უკეთესი გავხდე. აქ გუნდისთვის გამარჯვებაში დასახმარებლად, სანახაობრივი, ამაღელვებელი ფეხბურთისა სათამაშოდ ჩამოვედი. […]
სატრანსფერო პერიოდის გახსნასთან ერთად გუნდები აქტიურად განიხილავენ თითოეული შესაძლო ტრანსფერის ოპტიმალურ დეტალებს. ამჯერად საქმე ეხება ხამეს როდრიგესს, რომელიც სამეფო კლუბის საკუთრებაშია. “რეალის” ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების შეემცირებინა, ვინაიდან მას კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ 1 წელი აკავშირებს და თუ მანამდე არ გაიყიდება, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს. როდრიგესის სატრანსფერო ღირებულებად 25 მილიონი ევრო […]
ხამეს როდრიგესი: “რეალში იმიტომ ვარ, რომ არ გამიშვეს, აქ ყოფნა არ მინდა”
მადრიდის “რეალის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა თქვა, რომ “სამეფო კლუბმა” წინა ზაფხულს მას სხვა გუნდში გადასვლაში ხელი შეუშალა. “არ ვაპირებ კლუბის დასახელებას, მაგრამ საშუალება მომეცა, რომ ჩინებულ გუნდში წავსულიყავი. ვიცოდი, რომ “რეალში” ბევრი თამაშის შესაძლებლობა არ მომეცემოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ არ გამიშვეს. “რეალში” გარემოების გამო ვარ და არა იმიტომ, რომ ასე მინდა. იმედი […]
ფაუსტინო ასპრილიამ ხამესის გამო ზიდანს შეურაცხყოფა მიაყენა
კოლუმბიის ნაკრების და “ნიუკასლის” ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარი თანამემამულე ხამეს როდრიგესი დაიცვა და ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს ღიად დაუპირისპირდა. -” ხამესი უპასუხისმგებლო ფეხბურთელი არ არის. ის ყოველდღე ძალიან ბევრს ვარჯიშობს. არავინ მითხრას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი მარიანო დიასზე ან ლუკას ვასკეზე რამით ნაკლებია. მწვრთნელმა როდრიგესს უფრო მეტი პატივი უნდა სცეს. ხამესი მომთმენი ადამიანია და თავის შანსს ელოდება, […]
რეალი მზადაა პოგბას გამო 4 ფეხბურთელი დათმოს
“რეალ მადრიდი” მზად არის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პოლ პოგბას სანაცვლოდ გუნდის 4 ფეხბურთელს შეელიოს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ ფრანგ ნახევარმცველს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს. პოგბა არაერთ კლუბსაც დაუკავშირეს, თუმცა, მადრიდელთა ინტერესი მათ შორის ყველაზე რეალურია. მარტინ ოდეგაარდი, ხამეს როდრიგესი, ბრაჰიმ დიასი და ლუკას ვასკესი – ეს იმ […]
ევერტონისა და ანჩელოტის მთავარი სამიზნე მადრიდის რეალის ფეხბურთელია
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. ბოლო პერიოდში მადრიდის “რეალის” შესახებ საკმაოდ ხმაურიანი ცნობები გავრცელდა, რომლის თანახმადაც ისინი სატრანსფერო პერიოდში გუნდის გადახალისებას/განახლებას გეგმავენ, რაც გუნდიდან არაერთი სუპერვარსკვლავის წასვლას გულისხმობს. ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც რეალი გასხვისებას უპირებს ხამეს როდრიგესია. კოლუმბიელი ფეხბურთელით პრემიერ ლიგის კლუბი, “ევერტონი” დაინტერესდა. ინგლისური კლუბის იტალიელი თავკაცი, […]
ფეხბურთელები რომლის ერთმანეთთან კავშირს ალბათ ვერ წარმოიდგენდით
მსოფლიოში არის გარკვეული ოჯახები, რომელთათვისაც საფეხბურთო სიყვარული და ზოგადად ფეხბურთი განსაკუთრებულია. ერთი ოჯახიდან წარმატებული ფეხბურთელები არცთუ ისე ხშირია, მაგრამ გვაქვს მაგალითები, რომელთაც საკუთარი პროფესიონალიზმით თავი დაგვამახსოვრეს: ჩარლტონები (ბობი და ჯეკი); ლაუდრუპები (მიკაელი და ბრაიანი); დე ბურები (ფრანკ და რონალდ) და ტურეები (იაია და კოლო). ზოგჯერ საფეხბურთო ნიჭიერება თაობებშიც გრძელდება, მაგალითად ისეთი ცნობილი მამა-შვილები, როგორებიც არიან: […]