კაფუ ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველად დაასახელეს
ინგლისურმა გამოცემამ Sportbible ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. მკითხველებს თავიანთი რჩულების დასახელება 4 ფეხბურთელიდან შეეძლოთ: კაფუ, ფილიპ ლამი, დანი ალვეში და ხავიერ ძანეტი. გამოკითხვაში მონაწილეობა 40 000-მდე ადამიანმა მიიღო, კაფუ კი ხმების 43%-ით ხალხის ფავორიტი გახდა. მე-2 ადგილზეა ლამი, მე-3 პოზიცია დანი ალვეშს ერგო, ბოლოზე კი ძანეტი გავიდა.
ხავიერ ძანეტი: ვფიქრობ, რომ ლაუტარო ინტერში დარჩება
ლაუტარო მარტინეზი საოცარ პროგრესს გვთავაზობს. მისით არაერთ გრანდი ინტერესდება. ყველაზე დიდ ინტერესს კი “ბარსელონა” იჩენს. კატალონიელებს ძალიან სურთ ლაუტაროს ხილვა, რადგან ლუის სუარესი ასაკშია და არავინ იცის ტრავმის შემდეგ როგორ ფორმაში დაბრუნდება. მას კი სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს. ამასთან დაკავშირებით, ინტერის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ, მცირე კომენტარი გააკეთა: “მე ვხედავ, რომ ლაუტარო “ინტერში” ბედნიერია. იგი […]
ხავიერ ძანეტიმ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა. “ის არ დატოვებს “ინტერს”. მისით მხოლოდ ბარსელონა არაა დაინტერესებული, მაგრამ ლაუტარომ იცის, რომ ის უკვე დიდ კლუბში თამაშობს. ის კმაყოფილია იტალიაში ცხოვრებით, თუმცა აქ ცხოვრება ადვილი არ არის. ვფიქრობ, ის სწორ გზაზე დგას. ის ჩვენი აწმყო და მომავალია და კლუბი მას […]
ძანეტი: ,,მესის არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იმისთვის, რომ დიდებული ეწოდოს”
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ ძანეტიმ, დიეგო მარადონასა და ლეო მესის შედარებაზე ისაუბრა: ,,მესის არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იმისთვის, რომ დიდებული ეწოდოს. უბრალოდ, შეხედეთ მის შთამბეჭდავ შედეგებს. ვფიქრობ, მთავარია ის გზა, რომელიც ადამიანმა გაიარა, რათა გარკვეულ დონემდე მისულიყო. თქვენ ყოველთვის ადარებთ მარადონას მესის, მე კი ვამბობ – ჩვენ, არგენტინელებმა, უნდა ვიამაყოთ, რომ ორი […]
ხავიერ ძანეტი თბილისშია
მილანის “ინტერის” ლეგენდარული კაპიტანი და ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი – ხავიერ ძანეტი თბილისშია. “ნერაძურის” ლეგენდა “ინტერის აკადემიას” ესტუმრა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ძანეტი “ინტერის აკადემიის” ბავშვებს შეხვდა და ტექბოლი ითამაშა. ძანეტის სტუმრობისას სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აკადემიის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ვიზიტი 3 დღეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში, ძანეტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს […]