კაფუ ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველად დაასახელეს
ინგლისურმა გამოცემამ Sportbible ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. მკითხველებს თავიანთი რჩულების დასახელება 4 ფეხბურთელიდან შეეძლოთ: კაფუ, ფილიპ ლამი, დანი ალვეში და ხავიერ ძანეტი. გამოკითხვაში მონაწილეობა 40 000-მდე ადამიანმა მიიღო, კაფუ კი ხმების 43%-ით ხალხის ფავორიტი გახდა. მე-2 ადგილზეა ლამი, მე-3 პოზიცია დანი ალვეშს ერგო, ბოლოზე კი ძანეტი გავიდა.
ხავიერ ძანეტი: ვფიქრობ, რომ ლაუტარო ინტერში დარჩება
ლაუტარო მარტინეზი საოცარ პროგრესს გვთავაზობს. მისით არაერთ გრანდი ინტერესდება. ყველაზე დიდ ინტერესს კი “ბარსელონა” იჩენს. კატალონიელებს ძალიან სურთ ლაუტაროს ხილვა, რადგან ლუის სუარესი ასაკშია და არავინ იცის ტრავმის შემდეგ როგორ ფორმაში დაბრუნდება. მას კი სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს. ამასთან დაკავშირებით, ინტერის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ, მცირე კომენტარი გააკეთა: “მე ვხედავ, რომ ლაუტარო “ინტერში” ბედნიერია. იგი […]
ხავიერ ძანეტიმ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა. “ის არ დატოვებს “ინტერს”. მისით მხოლოდ ბარსელონა არაა დაინტერესებული, მაგრამ ლაუტარომ იცის, რომ ის უკვე დიდ კლუბში თამაშობს. ის კმაყოფილია იტალიაში ცხოვრებით, თუმცა აქ ცხოვრება ადვილი არ არის. ვფიქრობ, ის სწორ გზაზე დგას. ის ჩვენი აწმყო და მომავალია და კლუბი მას […]