ტრავმა: ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ მატჩს გამოტოვებს
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი, როგორც რუსული კლუბის პრეს-სამსახურისგან ირკვევა, ტრავმაა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დაზიანება და როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას. 20 წლის ვინგერის გუნდს შემდეგი მატჩი რუსეთის ჩემპიონატის ეგიდით 22 აგვისტოს, “ხიმკის” წინააღმდეგ, […]
ოფიციალურად: გია გრიგალავა რუსულ გუნდში ითამაშებს
7 თვიანი პაუზის შემდეგ გია გრიგალავა რუსეთის პრემიერ ლიგაში ბრუნდება – ქართველი მცველი “ხიმკის” ოფიციალურად შეუერთდა. 32 წლის ფეხბურთელი ბოლოს ტულას “არსენალში” თამაშობდა. ივლისში გიას გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი იყო. როგორც ცნობილია, გრიგალავამ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. “ხიმკი” რუსეთის ჩემპიონატში ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს. გრიგალავას გუნდს გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 5 ქულა […]