ესპანური საფეხბურთო კლუბის, “ვალენსიას” ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუნდის 5 წევრი, მათ შორის 3 ფეხბურთელი, კორონავირუსით არის დაავადებული, თუმცა ისინი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ეზეკილ გარაი გახდა პირველი ფეხბურთელი “ლა ლიგაში,” რომელიც კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირდა. თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გარაისთან ერთად, იზოლაციაში გადასვლა ელაკიმ მანგალასა და ხოსე გაიას მოუწიათ. მათთან ერთად, კორონავირუსით […]