ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი, ხუან კუადრადო კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კოლუმბიელმა მილანურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს. კუადრადომ გასულ სეზონში ,,იუვენტუსის” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.