,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სამპდორიასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,ნამდვილ კვარაცხელიას მალე ვიხილავთ, მას ,,ინტერთან” ცუდად არ უთამაშია. სივრცეებს ეძებდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თავდაჯერებულად ითამაშა. მე მისი პირველი დამცველი ვარ. გვინდა, რომ რთული მეტოქეების წინააღმდეგ გამარჯვების სურვილით ვითამაშოთ. შემდეგ თამაშში 3-4 ცვლილება იქნება,” – სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს. […]