იტალიური მედია: “ხელები შორს კვარაცხელიასგან”
ნეაპოლურმა გამოცემა spazionapoli.it-მა “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით – “ხელები შორის კვარაცხელიასგან”. “რასაკვირველია, ეს არ არის ის კვარა, რომელიც სეზონის დასაწყისში ვნახეთ, ის, ვინც ყველას ატყუებდა ჩვეული მოძრაობის ბრწყინვალებით და მისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც მცირედით დაეცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კრიტიკას იმსახურებს. ხვიჩა იგივე ფეხბურთელია, რომელმაც “ატალანტას” მთელი დაცვა წამოიკიდა […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ სალერნიტანასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სალერნიტანას” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 7,4-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ გოლის ავტორს, მატიას ოლივერას (8,2) ჩამორჩა. ხვიჩა ,,სალერნიტანას” წინააღმდეგ ბურთს სულ 79-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა და 49-დან 44 სწორი გადაცემა […]
ხვიჩა კვარაცხელია სალერნიტანასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
დღეს, სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სალერნიტანას” უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 37-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 31 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 78 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,სალერნიტანა” […]
“პირველ ყოვლისა კვარაცხელია აღმოჩენა არ არის” – ლუჩიანო მოჯი
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიელმა საფეხბურთო ფიგურამ, ლუჩიანო მოჯიმ “ნაპოლიზე” ისაუბრა. იტალიელმა ბიზნესმენმა Riformista-სთან გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას როლზეც ისაუბრა. “ნაპოლის” წარმატების საიდუმლო წინასასეზონო მომზადებაშია. ამ გუნდმა სკუდეტო დაიმსახურა. კლუბს ინსინიეს, კულიბალის და მერტენსის გაშვების გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა, მათ შეძლეს და 20 დღეში საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრეს.” – განაცხადა მოჯიმ. როგორც ზემოთ ვახსენე, […]
კალენდარში ცვლილებების შემდეგ ნაპოლი – უდინეზეს მატჩი გადაიდო
მას შემდეგ, რაც იტალიის სერია A-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ნაპოლი” – “სალერნიტანას” მატჩი ერთი დღით გადაიდო და 29 აპრილის ნაცვლად, 30 რიცხვში შედგება, ნეაპოლური კლუბის კალენდარში სხვა ცვლილებებიც შევიდა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ “უდინეზეს” წინააღმდეგ 2 მაისს გასამართი შეხვედრა ორი დღით გადაიწევს და 4 მაისს ჩატარდება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მატჩს […]
ურუგვაისა და “ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც ნეაპოლიტანური კლუბის მაისურით, 1 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო, იტალიურ მედიასთან ისაუბრა. 53 წლის დანიელ ფონსეკას ჟურნალისტებმა კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ “ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა: “შემადარეთ მაშინ, როდესაც კვარაცხელია 1 მატჩში 5 გოლს გაიტანს – ეს ერთადერთი მიღწევაა, რაც ნეაპოლურ კარიერაში გამაჩნია […]
იტალიური მედია: “გიორგი მიქაუტაძე კვარაცხელიას გზას კვალდაკვალ მიჰყვება”
იტალიური მედია საქართველოს ნაკრების და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო სტატიას ავრცელებს. tuttosport.com-ის სტატიაში 22 წლის ქართველი ფორავრდის შესაძლებლობებია განხილული და ნათქვამია, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულად დაწყებულ გზას აგრძელებს. “ნაპოლის” ქართველი შემტევის მიერ დაწყებულ გზას, გიორგი მიქაუტაძე კვალდაკვალ მიჰყვება. მიქაუტაძე, ქართველი ტალანტი, რომელიც კვარაცხელიას გზას კვალდაკვალ მიჰყვება და საფრანგეთშიც კი ქართულად საუბრობს. ეს […]
ალემაო: “სამწუხაროა, რომ ამ ბედნიერ დღეებს მარადონა ვერ უყურებს…”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა – ალემაომ (რიკარდო როჯერიო დე ბრიტო), ნეაპოლური კლუბის მოახლოებულ ჩემპიონობაზე ისაუბრა. ალემაო “ნაპოლიში” იმ დროს თამაშობდა, როდესაც ბოლოს ნეაპოლურმა კლუბმა მარადონასთან ერთად სერია A-ს ტიტული მოიპოვა. “ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ მარადონა ცოცხალი არ არის და ამ ბედნიერ დღეებს საკუთარი თვალით ვერ უყურებს და აღიქვამს. ის წარმოუდგენლად ბედნიერი […]
“კვარაცხელიასა და მარადონას შედარება მკრეხელობაა” – ფაბიო კანავარო
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა – ფაბიო კანავარო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი და დიეგო მარადონას შედარება უადგილოა. “კვარაცხელიასა და მარადონას შედარება მკრეხელობაა. კვარაცხელია და ოსიმენი დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მიმდინარე სეზონის წარმატება დიდწილად მთავარი მწვრთნელის მიერ გაწეულმა შრომამ განაპირობა. სპალეტიმ კონკურენტუნარიანი და თანმიმდევრული გუნდი შექმნა. ოსიმენმა და კვარაცხელიამ […]
“კვარა ტექნიკურია და ყოველთვის შეტევაზეა ორიენტირებული” – ფრანჩესკო ტოტი
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, “ატალანტასა” და “რომას” დაპირისპირება შედგა. ბერგამოში გამართული პრინციპული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, DAZN-ის პირდაპირ ეთერში “რომასა” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა – ფრანჩესკო ტოტი ჩაერთო, რომელმაც სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ფრანჩესკო ტოტიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შესახებაც გააკეთა კომენტარი. “ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო […]
კაპელო: ,,რეგრესი კვარაცხელიას თამაშში? სისულელეა!”
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, აზრს იმის შესახებ, რომ ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშს მოუკლო, სისულელე უწოდა: ,,რეგრესი კვარაცხელიას თამაშში? სისულელეა! მისი გუნდი სულ მალე სკუდეტოს მოიგებს…” – განაცხადა კაპელომ. კვარაცხელიამ გოლი ბოლოს 19 მარტს, ,,ტორინოსთან” მატჩში გაიტანა, ამავე შეხვედრაში მიითვალა ბოლო საგოლე გადაცემაც. მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 14 გოლი […]
ჩემპიონობა სტადიონზე? – ნეაპოლში მატჩის გადადებას ითხოვენ
იტალიის სერია A-ს 33-ე ტური “ნაპოლისთვის” უდიდესი ალბათობით ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნეაპოლელები “სალერნიტანას” საშინაო შეხვედრაში დაამარცხებენ, ხოლო უახლოესი მდევარი “ლაციო” “ინტერთან” გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს. დედაქალაქელები თავის შეხვედრას 30 აპრილს გამართავენ და მატჩი 14:30 საათზე დაიწყება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი წინა დღეს, 29 აპრილს ითამაშებს – დაპირისპირებაში, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება. […]