ეროვნულ ლიგაში – კვარაცხელია და დავითაშვილი სამშობლოში ბრუნდებიან
შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატიდან წამოსვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშონ. Live.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელები მოლაპარაკებას “დინამო ბათუმთან” აწარმოებენ და დამატებითი დეტალები სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაძლოა, ორივე ფეხბურთელმა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ზაფხულამდე ითამაშოს, შემდეგ კი კარიერა ევროპაში გააგრძელოს. ამჟამად, ორივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და 25 […]
რუსული მედია – ხვიჩას აგენტი რამდენიმე დღეში იტალიაში გაფრინდება
რუსული მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. sports.ru-ის ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის ცნობით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში იტალიაში გაემგზავრება, სადაც “მილანისა” და “იუვენტუსის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს. გარდა ამისა, ინტერესს გამოთქვამს “ნაპოლიც”. რუსული გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას ტრანსფერში ჩართულია კახა კალაძეც. “მილანის” ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩას შესახებ იტალიელებს რეკომენდაციას აძლევს. შეგახსენებთ, […]
ემოციური კვარაცხელია: ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელებს ვარჯიშზე ამხნევებს (ვიდეო)
შოთა არველაძე: “კვარაცხელია არ წამოვა, თორემ დღესვე წავიყვანდი”
შოთა არველაძემ არ დამალა, რომ „ჰალ სიტიში“ წასვლამდე სხვა საინტერესო შემოთავაზებებიც ჰქონდა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. ინგლისური კლუბის ქართველმა მწვრთნელმა ის სპეციალისტებიც დაასახელა, რომლებთან შეხვედრასაც ისურვებდა. „მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ყატარიდან, სხვათა შორის – ორჯერ კვიპროსიდან. ეს იყო იქაური ტოპ-გუნდების შემოთავაზება, მაგრამ „ჰალ სიტის“ დავთანხმდი, რადგან მეგონა, რომ ინგლისში რაღაც განსხვავებული ხდებოდა და ამაში დავრწმუნდი. რომელ […]
რუსული მედია: ხვიჩა კვარაცხელია რუბინში რჩება
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, რუსული სპორტული მედია ყაზანის “რუბინის” გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებზე ლიმიტი არის დაწესებული: გუნდებს განაცხადში რვაზე მეტ უცხოელის შეყვანა არ შეუძლიათ. რუსული მედია კი იტყობინება, რომ “რუბინი” 3 ლეგიონერის გაშვებას გეგმავს, რათა ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯე დესპოტოვიჩი და ახალწვეული, ანდერს დრეიერი გუნდში დაარეგისტრიროს. წინასწარი ინფორმაციით, “რუბინი” სილვიე […]
რუბინის სპორტული დირექტორი კვარაცხელიაზე: ,,არანაირი ფულადი შემოთავაზება არ გვაქვს”
ყაზანის ,,რუბინის” გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, მოსკოვის ,,სპარტაკთან” მოგების შემდეგ, გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა: ,,ხვიჩას სანაცვლოდ არანაირი ფულადი შემოთავაზება არ გვაქვს. კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენთვის კონკრეტული წინადადებით არავის არ მოუმართავს,” – განაცხადა საიმანოვმა. გუშინ რუსულ პრესაში დაიწერა, რომ კვარაცხელიამ ,,მილანთან” კონტრაქტი შეათანხმა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა მედიამაც გაავრცელა. ხვიჩამ გასულ […]
რუბინის გენერალური დირექტორი: “ვემზადებით ხვიჩას შესაცვლელად”
აზანის „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს ეძებს – ამის შესახებ ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა გამოცემა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში განაცხადა. “კვარაცხელია შთამბეჭდავი მოთამაშეა და მის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს. ამავე დროს ვხვდებით, რომ ალბათ, მასთან დაკავშირებით მალე შემოთავაზება იქნება და საჭიროა ხვიჩას შემცვლელი მოვამზადოთ. ამ პოზიციაზე ძლიერი შემტევი ნახევარმცველი გვჭირდება. ამ საკითხს ყველა ერთად განვიხილავთ – სელექციის […]
გიორგი ჩაკვეტაძე: “აღარაფერი მაწუხებს, თავს კარგად ვგრძნობ”
გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ვარჯიში ინდივიდუალურად, საქართველოში დაიწყო, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის თქმით, ჯანმრთელობის მხრივ ის თავს კარგად გრძნობს და ახალი სეზონისთვის ემზადება. გამოჯანმრთელება “ჩემი აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. “დინამო თბილისის” ბაზაზე ინდივიდუალურად, ბელგიელ მწვრნელთან ერთად ვვარჯიშობ, რათა შემდეგი სეზონისთვის მზად ვიყო. თბილისში 12 ივნისამდე ვიქნები, შემდეგ ბელგიაში გავემგზავრები და გუნთან ერთად საწვრთნელ პროცესში […]
კვარაცხელიას გოლები რუბინის ვარჯიშზე (ვიდეო)
La Gazzetta dello Sport | იუვენტუსმა ხვიჩასგან თანხმობა მიიღო!
როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას წამყვან ევროპულ გუნდში აუცილებლად ვიხილავთ. სულ ახლახანს, La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსი” 20 წლის ქართველი ტალანტისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. გამოცემის თანახმად, ტურინულმა კლუბმა ხვიჩასგან თანხმობა უკვე მიიღო. “ბებერმა ქალბატონებმა” ამით კონკურენტი “მილანი” ჩამოიშორეს. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის შეთანხმება შედგება იმ შემთხვევაში, თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას […]
ტრავმა: ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ მატჩს გამოტოვებს
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი, როგორც რუსული კლუბის პრეს-სამსახურისგან ირკვევა, ტრავმაა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დაზიანება და როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას. 20 წლის ვინგერის გუნდს შემდეგი მატჩი რუსეთის ჩემპიონატის ეგიდით 22 აგვისტოს, “ხიმკის” წინააღმდეგ, […]
მამუკა ჯუღელი: ,,კვარაცხელიას ტრანსფერზე იუვენტუსი და რუბინი შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა: ,,კვარაცხელია იყო 15 წლის, როცა ჩემთან მოვიდა, წამოვიყვანეთ ლოკომოტივში. ხვიჩათი მაშინ სპორტინგის 19-წლამდელთა გუნდიც ინტერესდებოდა, მაგრამ ჩვენ ლოკომოტივი ავირჩიეთ. შემდეგ დაინტერესდა რუბინი, წავიდა რუბინში, რომელიც ფინანსურადაც და პროფესიონალურადაც ძალიან კარგი კლუბია – ბავშმა კონტრაქტს ხელი 2024 წლამდე მოაწერა. […]