გულშემატკივარი კვარაცხელიას გაღიზიანებას ცდილობს | VIDEO
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ტურინში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ნაპოლიმ” ჩემპიონის ტიტული პრაქტიკულად გაინაღდა. “ნაპოლის” გამარჯვებაში ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი წვლილი შეიტანა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და მოედანი მხოლოდ 86-ე წუთზე დატოვა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი ფანი კვარაცხელიას გაღიზიანებას […]
კვარა და ოსიმენი – ნაპოლის შემტევი დუეტი ნიუკასლის სამიზნეა
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიუკასლ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ემზადება და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ “ნაპოლის” შემტევ დუეტს განიხილავს. როგორც The Telegraph-ი იუწყება, ბოლო სამ სატრანსფერო ფანჯარაში 300 მილიონ ევრომდე დანახარჯის გამო, “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობას მკაცრი პოლიტიკის გატარება სურდა, რათა ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები არ დაერღვია, თუმცა მიმდინარე წარმატებული სეზონის შემდეგ მათი გადაწყვეტილება შეიცვალა. საქმე ისაა, […]
იტალიის სერია-A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ტურინში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ნაპოლიმ” 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული ფაქტობრივად გაინაღდა. “ბიანკონერის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “ნაპოლი” უახლოეს მდევარ “ლაციოს” 17-ქულიანი სხვაობით უსწრებს და იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ტურში გაიმარჯვებს, ხოლო “ლაციო” ქულებს დაკარგავს (რისი ალბათობაც […]
იუვენტუსი 0:1 ნაპოლი (მიმოხილვა)
,,რეგლამენტში წერია, რომ ძალადობის ნებისმიერი მცდელობა წითელი ბარათით უნდა დაისაჯოს” – იტალიელი მსაჯი გატისა და კვარას ეპიზოდზე
,,იუვენტუსისა” და ,,ნაპოლის” შეხვედრის პირველ ტაიმში ტურინული გუნდის მცველმა, ფედერიკო გატიმ, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა მატჩის მთავარ მსაჯს, მიკელ ფაბრის, მომენტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ეპიზოდი DAZN-თან საუბარში ყოფილმა იტალიელმა მსაჯმა, ლუკა მარელიმ შეაფასა: ,,ეპიზოდი ძალიან საკამათოა. შეკრული მუშტი, გატი იღიმება, ჩემი აზრით, ეს საკმარისი საბაბი იყო იმისთვის, რომ მომენტი მოედანს გარეთ განხილულიყო. ,,იუვენტუსის” მცველმა […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,იუვენტუსს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 86 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 7,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ დი ლორენცოსა (7,7) და ოლივერას (7,5) ჩამორჩა. ხვიჩა ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ ბურთს სულ 73-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა და 48-დან 43 სწორი გადაცემა გააკეთა […]
ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
დღეს, სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრაში, ,,იუვენტუსი” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 36-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ნდომბელე, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 30 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 74 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,იუვენტუსი” […]
ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Goal.com-ი, ჯეიდონ სანჩოს იმედგაცრუებად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი დღეები “მანჩესტერ იუნაიტედში” დათვლილია. Goal.com-ის ვრცელ სტატიაში საუბარია იმ შემტევებზე, რომელთა დამატების შემთხვევაში, “წითელი ეშმაკები” ჯეიდონ სანჩოს პრობლემას მოაგვარებენ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ რედაქცია ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს. კვარაცხელიამ ისტორია დაწერა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება […]
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური გათამაშებები დასრულებულია. ოთხივე ნახევარფინალური კლუბი ცნობილია, ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში მილანური დერბი შედგება, მეორე წყვილი კი მადრიდის “რეალი” და “სიტი” იქნებიან. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ “Sofascore“-მ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ, კვირის საუკეთესო XI-ეული გამოაქვეყნა. სადაც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებით, სიმბოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი […]
სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას მედიის კრიტიკისგან იცავს
როგორც უკვე იცით, გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების პირველი ეტაპი დასრულდა, სადაც “ნაპოლიმ” “მილანის” წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პირველად გავიდნენ. შეხვედრა სპალეტის გუნდისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო. 22-წუთზე “მილანს” წინ გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა, მერეტმა ჟირუს პენალტი აუღო. საბოლოოდ, ფრანგმა 43-ე წუთზე მაინც შეძლო […]
,,ნაპოლის” თავდამსხმელი – ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. View this post on Instagram A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7) კვარას პოსტის ქვეშ კი უამრავი ცნობილი ადამიანისა და სპორტსმენის კომენტარმა მოიყარა თავი, სადაც ისინი ქართველ შემტევს გამამხნევებელ მესიჯებს უგზავნიან. “თავი მაღლა…” – შოთა არველაძე “ბრწყინვალე პროფესიონალი” – რაფა ლეაო “ოცნებები ხდება…” – […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ნეაპოლელები მეტოქესთან ორი შეხვედრის ჯამში 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 8,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. კვარას გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, […]