იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ტორინო” სტუმრად 4:0 დაამარცხა. მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიმ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. 22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 8,5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ მისსავე თანაგუნდელს, ვიქტორ ოსიმენს (9,5) ჩამორჩა. ხვიჩა ,,ტორინოს” წინააღმდეგ ბურთს სულ 51-ჯერ შეეხო, […]