fcwonderkid – კვარა, რომ ინგლისელი იყოს…
ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. პრაქტიკულად ყველა გავლენიანი ტაბლოიდი და მედია საშუალება, ქართველი ამომავალი ვარსკვლავის შესახებ საუბრობს. “fcwonderkid” ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას ეხმაურება. პოპულარული პოდკასტის ავტორის მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელია და მიჰაილო მუდრიკი, რომ ინგლისელები იყვნენ მათი სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 50 მილიონი ფუნტი იქნებოდა. ავტორი ასევე აღნიშნავს, […]
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ გრანდ, “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FIFA-ს ახალი, ვერსიის გამოსვლას ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, თუმცა, ექსკლუზიური უფლებები EA Sports-ის კონკურენტმა კომპანია KONAMI-მ შეიძინა და ლიცენზირებული “ნაპოლის” სათამაშოდ გამოყენება მხოლოდ Efootball pes-ში იქნება შესაძლებელი. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყო, ხოლო სრულად ექსკლუზიურ უფლებებს KONAMI 2022/23 წლების სეზონიდან მიიღებს. […]
Football Insider-ის ინფორმაციით, ნიუკასლის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია იქნება
შეუძლებელი იყო, რომ ასეთი სეზონის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ქართველი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ითვლება და მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, “ნაპოლის” მოუწევს დიდ ზეწოლას გაუძლოს. ასეც რომ იყოს, ნეაპოლიტანურ კლუბი ხვიჩას შესანარჩუნებლად, მისთვის ხელფასის გაზრდას აპირებს. მიუხედავად ამისა, ხვიჩას მაინც ბევრი მსურველი ჰყავს, რომელთა შორის ერთ-ერთი “ნიუკასლი” არის. ამის შესახებ ინგლისური პორტალი Football Insider […]
Football Italia: “ევროპულ სცენაზე თანაბარ თამაშში განსხვავებას კვარასა და ლეაოს დუელი შექმნის”
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება football-italia უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ნაპოლისა” და “მილანს” შორის გასამართი დაპირისპირების წინ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამ დუელის მთავარ გმირებად საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას და პორტუგალიელ რაფაელ ლეაოს მოიხსენიებს. “სერია A-ს ორი გუნდი მზადაა ევროპის უმაღლესი საკლუბო შეჯიბრის ნახევარფინალში მოხვედრისთვის, სადაც ისინი “ინტერი”-“ბენფიკას” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ ამაღელვებელ გზას […]
Football Wonderkids: “კვარაცხელია – თუ არ იცნობდით ახლა უკვე იცით”
საქართველოს ნაკრების მიერ შვედეთის დამარცხებამ ინტერნეტში უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ტვიტერზე Football Wonderkinds-ის გვერდმა, რომელიც მსოფლიო მასშტაბიტ ტალანტებზეა ორიენტირებული ხვიჩა კვარაცხელიას სტატუსი მიუძღვნა 6 მატჩი 4 გოლი 4.0 წარმატებული დრიბლინგი საშუალოდ მატჩში 2.6 ართმევა საშუალოდ მატჩში 8.2 მოგებული დუელი საშუალოდ მატჩში თუ მას ესპანეთთან და საბერძნეთთან გოლების შემდეგ არ იცნობდით, შვედეთთან დუბლის შემდეგ მისი გვარი […]
footballtransfers.com-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. “ნაპოლიმ” 33 წლის განმავლობაში პირველი სკუდეტო მოიგო, როდესაც ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიას შთაგონებულმა გუნდმა ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით გაანადგურა ლიგის დარჩენილი ნაწილი. იტალიურ გუნდებს ჰქონდათ საუკეთესო სეზონი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში, სამივე ევროპული ტურნირის ფინალში იტალიური კლუბი […]
France Football: “კვარაცხელიას ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს”
ცნობილი ფრანგული გამოცემა France Football-ი, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის, ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზატორია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჟურნალის მაისის ნომერში წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველ ვარსკვლავს სწორედ ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრის შესაძლებლობა ექნება. “შესაძლებელია, ხვიჩა წელს ნომინანტებს შორის იყოს. შესაძლოა, ცხრილის სათავეში არ იყოს, რადგან იტალიაში მისი პირველი […]
Gazzetta – რატომ უნდა ავირჩიოთ კვარაცხელია ფენტეზიში?!
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო. “ნაპოლის” ახალწვეულმა ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებითა და საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა. ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი ახალწვეულის შესახებ, იტალიური Gazzetta ვრცელ სტატიას აქვეყნებს და “ფენტეზის” მოთამაშეებს მის შეძენას ურჩევს. ლუჩანო სპალეტის გუნდში ბრწყინვალე ახალწვეულია – ამიტომ, მოლოდინი ისევე, როგორც მისი ღირებულება (44 ფანტამილიონი) საკმაოდ მაღალია. ხვიჩა კვარაცხელიას განზრახული აქვს არა […]
გუშინ ,,ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან ნეაპოლურ გუნდში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ,,ნაპოლი” ,,დინამო ბათუმს” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის. ამავე გამოცემის ცნობით, ხვიჩას ხელფასი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია საქართველოში დაბრუნებამდე […]
Gazzetta dello Sport: “კვარაცხელია სტანდარტებს ანგრევს, ის მენტალურად გამარჯვებულია”
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სპორტული მედია-საშუალება Gazzetta dello Sport-ი ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც ქართველ ამომავალ ვარსკვლავს სხვადასხვა ასპექტში განიხილავს. “ჩვენ გვყავს 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ხასიათით და მენტალობით არაფრის დათმობას არაა მიჩვეული. სიარულის მანერა, ჩამოშვებული წინდები, წვივები დამცავის გარეშე, თითქოს ეს ყველაფერი მეტოქეს გამოწვევას უმზადებს. მოდით “ტორინოს” წინააღმდეგ მის […]
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი სერია A-ს 28-ე ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩის შესახებ წერს და ხაზს უსვამს, რომ “მილანის” მთავარი საზრუნავი “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება იქნება. “პიოლის მთავარი მიზანი ნაპოლის უნიჭიერესი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაა. სწორედ ამიტომ, “როსონერის” მწვრთნელი “ნაპოლის” ქართველი ტალანტის “გალიაში” გამომწყვდევაზე ფიქრობს, რომელიც პირველ მატჩში თავისი აჩქარებით გადამწყვეტი იყო. გამოჯანმრთელებულ […]
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საფეხბურთო მედია საშუალებამ, ბრიტანულმა Goal.com-მა 2022/23 წლების სეზონში 21 ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ტრანსფერის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. “როდესაც ლორენცო ინსინიემ “ნაპოლი” დატოვა, თითქოს ეს ეპოქის დასასრული იყო. იტალიელი ამდენი წლის განმავლობაში “პარტენოპეის” კაპიტანი და თილისმა იყო და მისმა წასვლამ MLS-ის წარმომადგენელ კლუბ “ტორონტოში” […]