ოსიმენის გარეშე? – ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა მილანის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოუახლოვდა – ნეაპოლელები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე “მილანს” დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი პერიოდის წინ, “ნაპოლის” გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო გამოაკლდა. ბოლო დღეების განმავლობაში, ნიგერიელი თავდამსხმელის გარშემო არაერთი ცნობა ვრცელდება. უშუალოდ კლუბს კი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ითამაშებს თუ არა 24 წლის ფეხბურთელი “სან […]
პაოლო მალდინი: “ანჩელოტიმ დამირეკა და მითხრა, რომ ფინალში შევხვდებით”
“მილანის” ლეგენდამ და ამჟამად, ტექნიკურმა დირექორმა, პაოლო მალდინიმ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასამართი შეხვედრების წინ ისაუბრა. მალდინის თქმით, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი წილისყრის შემდეგ მას დაპირდა, რომ ისინი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებოდნენ. “საქმე ის არის, რომ კარლო ანჩელოტის, რომელიც ამჟამად „რეალში“ მუშაობს, ისევე, როგორც მე, დაუმთავრებელი საქმეები აქვს […]
“ნაპოლის” საუკეთესო ბომბარდირმა, ვიქტორ ოსიმენმა, შეტევის ხაზში მისი პარტნიორისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარასთან მოედანზე ურთიერთობა მყისიერი დამთხვევა იყო. ის ძალიან დიდი ნიჭის პატრონი ფეხბურთელია და ამავე დროს კარგი ბიჭია. ყველა აღმერთებს მას. არ ვიცი როგორ დავახასიათო, მაგრამ, როგორც კი დავინახე მისი თამაში, მივხვდი, რისი მოტანა შეეძლო გუნდისთვის. გულწრფელები უნდა ვიყოთ – […]
ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ლეჩესთან მატჩში
“ნაპოლი” სერია ა-ს მორიგ ტურში “ლეჩეს” დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის პირველი ნახევარი ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში “ლეჩემ” წონასწორობა აღადგინა, თუმცა, მეკარის არადამაჯერებელი თამაშის გამო, სპალეტის გუნდმა უპირატესობა კიდევ ერთხელ მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 94 წუთი გაატარა და გულშემატკივარს თავი დიდად ვერ დაამახსოვრა. whoscored.com -ის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელიამ 7.1 ქულა დაიმსახურა. მორიგი […]
BBC: “ქართული დროშები და ბომბარდირის ნიღაბი – ნეაპოლი 33 წლის შემდეგ ჩემპიონობისთვის ემზადება”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია-საშუალება BBC “ნაპოლის” ამჟამინდელი ფანტასტიკური სეზონის შესახებ ვრცელ, საინტერესო სტატიას აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას როლს უსვამს ხაზს. “ნეაპოლი ზღვარზე მყოფი ქალაქია. ეს შეგიძლიათ ნახოთ, გაიგოთ, იგრძნოთ. ეს ჩანს თვალებში და ღიმილებში, მხიარულ ჭკუასა და ამაყ სიარულის მანერაში. “ნაპოლი” სერია A-ში 16 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან “ლაციოს” და 1990 წლის […]
აურელიო დე ლაურენტისი: “ნაპოლი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია – კლუბის გაყიდვას არ ვაპირებ”
“ნაპოლის” მფლობელმა და პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კლუბის გასხვისებასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციებზე ისაუბრა და მტკიცედ დააფიქსირა მოსაზრება, რომ კლუბის გაყიდვას არ აპირებს. “არც კი მინდა ვიცოდე, რამდენად ფასობს ჩემი “ნაპოლი”, ის საოჯახო რელიქვიაა და მის გაყიდვაზე არ ვფიქრობ. არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო ამის შემდეგ. ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი ვიყიდო? მე ვარ ნეაპოლიტანელი და “ნაპოლისთან” ერთად […]
ლუჩიანო სპალეტი: “უკანასკნელი სამურაი ვარ – მხოლოდ მე მჯერა, რომ სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც მისი გუნდი “ლეჩეს” დაუპირისპირდება, პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. “თქვენ მოგვაწერეთ შეუცდომლების სტატუსი, ჩვენ ყოველთვის თავმდაბლები ვიყავით, რადგან ვიცით, რომ სხვა გუნდების მსგავსად გვაქვს ნაკლოვანებები. ვიცით, რომ ამ მატჩზე “მილანი” წაგების შიშით მოვიდა, ჩვენ კი ალბათ უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვფიქრობდით და მოტივაციაში […]
“პიზას”, “ტორინოს” და “რომას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია? ჩვენ ვიცნობდით მას, მე ის ჩემს დავთარში ჩავინიშნე და დავაწერე – “წავიყვანოთ”. თუმცა, მისი გავლენა იტალიის სერია A-ზე ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ მის შესაძლებლობებში უკვე არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა დარწმუნდა. ძალიან ძლიერია – ვულოცავ “ნაპოლის”. კიმმაც გამაკვირვა: […]
Corriere dello Sport: “კვარას თვალებში ცეცხლია – ტვინი კი დრიბლინგზე ფიქრით აქვს აღვსილი”
ერთ-ერთი მთავარი იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ი საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ხაზს უსვამს მის მოტივაციას “ლეჩესა” და “მილანთან” გასამართი მატჩების წინ. “კვარას თვალებში ცეცხლია, ტვინი კი დრიბლინგზე ფიქრით აქვს აღვსილი. მას აქვს ის გიჟური სურვილი, რომელიც კვირა საღამოს შემდეგაც არ გამქრალა. პირიქით, ეს იყო არასწორი მატჩის ტესტი და ანალიზი, რომლითაც […]
როდის დაბრუნდება ვიქტორ ოსიმენი მოედანზე?
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მოუახლოვდა. ნეაპოლელები სერია A-ს ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალური ეტაპის ორმატჩიანი დაპირისპირება თანამემამულე “მილანის” წინააღმდეგ ელოდებათ. ამ გადამწყვეტი პერიოდის წინ, სამხრეთიტალიელებს ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენი გამოაკლდათ. ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, 24 წლის თავდამსხმელმა იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში “მილანთან” (0:4) წაგებული შეხვედრა […]
კარლო ანჩელოტი: “ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის, “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. “ნაპოლიმ” უდიდესი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც კლუბის გასახდელში იერარქია განაახლა, შეცვალა გარემო და ახალ მოთამაშეებსა და ფეხბურთში უდიდესი გამოცდილების მქონე მწვრთნელს ენდო. სპალეტის ტაქტიკურ დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. ეს კომბინაცია ნიშნავს, […]
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. “კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება? კი მაგრამ, არ გინდათ რომ თავი დამანებოთ? კონტრაქტს მხოლოდ ორი ადამიანი დებს. რას ნიშნავს ეს? ერთი მათგანი მოლაპარაკებებს აწარმოებს, შემდეგ კი კონტრაქტი 5 წლით გრძელდება და არა მხოლოდ […]