ზედიზედ მეორედ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის. თებერვლის თვეში მოპოვებული აღიარების და თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ, 22 წლის ქართველი ვარსკვლავი მარტშიც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. კვარაცხელიასთან ერთად საუკეთესოობისთვის მისივე თანაგუნდელი, ცენტრალური მცველი კიმ მინჯაე, “სასუოლოს” ნახევარმცველი, არმანდ ლორიენტე, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო და “უდინეზეს” მცველი, დესტინი უდოგიე იბრძვის. […]
კვარაცხელია, ოსიმენი, კიმი – ნაპოლის ვარსკვლავების განახლებული სატრანსფერო ღირებულება
21 მარტს, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა საფეხბურთო და სატრანსფერო პორტალმა, Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება განაახლა. ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 85 მილიონი ევრო გახდა! ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების განახლებული სატრანსფერო ღირებულება. Transfermarkt-ის უკანასკნელ განახლებაში, კვარაცხელიას ღირებულება 25 მილიონით გაიზარდა და ამ დროისათვის 85 მილიონ ევროს შეადგენს. “ნაპოლის” ვარსკვლავების აბსოლუტური […]
Football Insider-ის ინფორმაციით, ნიუკასლის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია იქნება
შეუძლებელი იყო, რომ ასეთი სეზონის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ქართველი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ითვლება და მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, “ნაპოლის” მოუწევს დიდ ზეწოლას გაუძლოს. ასეც რომ იყოს, ნეაპოლიტანურ კლუბი ხვიჩას შესანარჩუნებლად, მისთვის ხელფასის გაზრდას აპირებს. მიუხედავად ამისა, ხვიჩას მაინც ბევრი მსურველი ჰყავს, რომელთა შორის ერთ-ერთი “ნიუკასლი” არის. ამის შესახებ ინგლისური პორტალი Football Insider […]
ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 85 მილიონი ევრო გახდა!
21 მარტს, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა საფეხბურთო და სატრანსფერო პორტალმა, Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება განაახლა. განახლებული მონაცემებით 22 წლის ქართველი ვარსკვლავი 25 მილიონით გაძვირდა და ახლა უკვე 85 მილიონ ევროდ ფასობს. ამ მონაცემებით კვარაცხელია მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს, იტალიის სერია A-ში -მეორე, 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის მეორე, ხოლო მარცხენა ფლანგის […]
ნაპოლი კვარაცხელიას ხელფასის გაზრდას ჰპირდება
ევროპაში გადაბარგებიდან ძალიან მოკლე დროში კვარაცხელიამ მოახერხა, რომ მთელს საფეხბურთო სამყაროს მასზე ესაუბრა. ქართველი შემტევი როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად წარმოაჩენს საკუთარ თავს. დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისის კართან დიდი რიგი დადგება, მაგრამ “კვარადონა”, რომელმაც 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და 1 მილიონზე ცოტას გამოიმუშავებს, რა თქმა უნდა, მაინც დარჩება ნეაპოლში. […]
ჯანლუიჯი ბუფონი: “ის რასაც ნაპოლი კვარას და ოსიმენის მეშვეობით აკეთებს, იტალიაში არასდროს მინახავს”
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და ქართველი ვარსკვლავის როლზეც გაამახვილა ყურადღება. “რომაში” ყოფნის წლებიდან სპალეტიმ აჩვენა, რომ მას რაღაც განსხვავებული ჰქონდა. შემდეგ საუბრობდნენ, რომ სეზონის გარკვეულ მომენტში მისი გუნდები რელსებიდან გამოდიოდნენ, მაგრამ მე არ მჯერა ამ ჭორების. სიმართლე ამ მხრივ ისაა, რაც წელს ვნახე: “ნაპოლი” […]
ვებგვერდ Sofascore.com-ის ვერსიით, ,,ნაპოლის” თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა. კვარამ გასულ ტურში 8.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ მისსავე თანაგუნდელს, ვიქტორ ოსიმენს (8,8) ჩამორჩა. კვარაცხელიამ ,,ტორინოსთან” მოგებულ მატჩში (4:0) პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ხვიჩა შეხვედრაში ბურთს სულ 51-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა და 37-დან 32 […]
გატუზო კვარაცხელიაზე: ,,თითქოს, ბესტს ისევ ვუყურებთ”
,,ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ნეაპოლური გუნდის შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,თითქოს, ბესტს ისევ ვუყურებთ. წარმოუდგენელი სიმსუბუქით წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ეს არის გუნდი, რომელიც საოცნებო ფეხბურთს თამაშობს,” – განაცხადა გატუზომ. იტალიელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ნაპოლისა” და ,,მილანის” შეხვედრაზეც ისაუბრა: ,,ნაპოლი უკვე ორი წელია წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ევროტურნირებზე განსხვავებული მატჩებია. გახსნილი შეხვედრა გველის. ნორმალურია, […]
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში დაწინაურდა
ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მე-6 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ერთი პოზიციით დაწინაურდა. აქამდე “კვარადონა” მე-7 ადგილზე იმყოფებოდა და ისეთ მოთამაშეებს უსწრებდა, როგორებიც არიან ვიქტორ ოსიმენი, კაზემირო და ჯამალ მუსიალა. ხვიჩა კვარაცხელია ბოლო რეიტინგი: მე-7 ადგილი 2022-2023 წლების სეზონი: 16 გოლი და 17 ასისტი ჩემპიონთა ლიგის […]
ლუჩიანო სპალეტი: “ნაპოლი მხოლოდ კვარაცხელია და ოსიმენი არ არის”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, “ტორინოს” წინააღმდეგ – 4:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდის წარმატება მხოლოდ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი მეწყვილის ვიქტორ ოსიმენის დამსახურება არ არის. “ნაპოლი” მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის. “ნაპოლი” ჩვენი გუნდის ფეხბურთელები არიან. დი ლორენცომ კოსმიური მატჩი […]
The Georgian Best – ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მეტსახელი
როგორც ნეაპოლური გამოცემა, areanapoli.it-ის გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მეტსახელი აქვს. ცნობილი ხდება, რომ Amazon Prime Video-ის რედაქციამ 22 წლის ქართველი ვარსკვლავისთვის ახალი მეტსახელი მოიფიქრა და ის შემდეგნაირად ჟღერს: “The Georgian Best”. სახელი, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც “ქართველი საუკეთესო”, საფუძველს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან იღებს, რომლებშიც ხვიჩა […]