Sportbible: კვარაცხელია ყველას საყვარელი ფეხბურთელი გახდება, მისი მომენტები გამორჩეულია
ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს და მის შესანიშნავ ასპარეზობაზე არამარტო საქართველო და ნეაპოლი, არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს. ცნობილმა სპორტულმა ონლაინ გამოცემამ, Sportbible-მა, რომელსაც 11 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხვიჩას შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ყურადღება მის ინდივიდუალურ ასპარეზობაზე გაამახვილა . სტატიაში ვკითხულობთ, რომ “ნაპოლიმ” “დინამო ბათუმს” კვარა ფაქტობრივად “მოპარა”, რადგან მისი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე €10 […]
Sportskeeda-მ კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში შეიყვანა
ოქროს ბურთი ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზია. აღნიშნულ ჯილდოს სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშეს ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს. გამარჯვებული მედიის, ეროვნული ნაკრების კაპიტნებისა და მწვრთნელების ხმებით ვლინდება. ამ ჯილდოს უკანასკნელი გამარჯვებული “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბეზნემაა. ჯერ ადრეა, თუმცა, ნელ-ნელა იკვეთება თუ, ვინ იქნებიან 2023 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჩართულნი. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Sportskeeda-მ იმ ფეხბურთელების […]
Telegraph: “ყველას ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიმართული…”
ცნობილი ბრიტანული გამოცემა “The Telegraph“-ი, შოტლანდია – საქართველოს დაპირისპირების შესახებ წერს. ამ უმნიშვნელოვანეს და უპრინციპულეს დაპირისპირებაში, ბრიტანული მედია, შოტლანდიელების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, “ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიას გაჩერებას ასახელებენ. “სტუმრებს ცოცხალი შეტევა აქვთ და შარშან ერთა ლიგის ექვს მატჩში 16-ჯერ გაიტანეს, შესაბამისად მათ შეუძლიათ დიდი დარტყმა მიაყენონ შოტლანდიის დაცვას. ყველა თვალი […]
The Athletic | კვარაცხელია ნაპოლისთვის საოცარი ტრანსფერია!
ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი The Athletic ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ეხმაურება და “ნაპოლის” ახალწვეულის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემა ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი შემტევით მოხიბლულია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. “ნეაპოლში მას უკვე შეარქვეს კვარადონა, რისი წარმოთქმაც მის რეალურ სახელსა და გვართან შედარებით, გაცილებით იოლია. მას “ზიზის” დავუძახებ – აღნიშნა “ნაპოლის” მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა. კახა კალაძისა […]
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია The athletic-მა 2022/23 წლების სეზონის ევროპული ფეხბურთის საუკეთესო ახალგაზრდა (23 წლამდე ასაკის) ფეხბურთელებს შორის შეიყვანა. “კვარადონა უდავოდ სეზონის საუკეთესო ტრანსფერი იყო სერია A-ში. შესაძლოა, ამ მხრივ მას მხოლოდ პაულო დიბალა უახლოვდება. ძნელი გასახსენებელია ფეხბურთელი, რომელიც შორი მანძილიდან ჩამოვიდა და იტალიაში სადებიუტო სეზონშივე ასეთი დიდი გავლენა მოახდინა. მხოლოდ რიკარდო კაკაა ისეთი, […]
The Georgian Best – ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მეტსახელი
როგორც ნეაპოლური გამოცემა, areanapoli.it-ის გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მეტსახელი აქვს. ცნობილი ხდება, რომ Amazon Prime Video-ის რედაქციამ 22 წლის ქართველი ვარსკვლავისთვის ახალი მეტსახელი მოიფიქრა და ის შემდეგნაირად ჟღერს: “The Georgian Best”. სახელი, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც “ქართველი საუკეთესო”, საფუძველს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან იღებს, რომლებშიც ხვიჩა […]
The Herald: “შოტლანდიამ უნდა შეაჩეროს კვარაცხელია – საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ბოლო 50 წელიწადში”
The Herald შოტლანდიური მედია საშუალებაა, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკას, სპორტსა და მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, აღნიშნულმა გამოცემამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის ავტორმაც, ხვიჩა კვარაცხელიას, უკანასკნელ 50 წელიწადში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი უწოდა. შოტლანდიაში არავის სჭირდება შეხსენება, რომ სხვადასხვა დროს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ – მიუხედავად […]
transfermarketweb: “ინტერესი ლა ლიგიდან – ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ვილიარეალს სურს”
ევროპული მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას დამატების მიმართ ინტერესი კიდევ ერთ ესპანურ კლუბს, “ვილიარეალს” გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას transfermarketweb.com-ი ავრცელებს და წერს, რომ უდავოა, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი ერთ დღეს ესპანეთში ითამაშებს. “ხვიჩა კვარაცხელია, ასე ჰქვია მარცხენა ფლანგის ფეხბურთელს, რომელმაც ესპანეთს დამატებითი საშუალება მისცა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრისთვის, მას შემდეგ, რაც შვედეთთან დუბლი შეასრულა და აღნიშნულ საკვალიფიკაციო […]
UEFA Champions League – ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ასისტი
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. “ნაპოლის” მაისურით სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ, კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო. ნეაპოლელთა ქართველი ახალწვეულის ბრწყინვალე პერფორმანსს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის Twitter-ის ოფიციალური […]
UEFA | ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე ადგილს იკავებს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 29 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს და ისეთ სახელოვან ვარსკვლავებს უსწრებს, როგორიცაა: ნეიმარი და იანიკ კარასკო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე […]
UEFA-მ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი აღიარა
UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის 50 პერსპექტიული ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
WhoScored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. საქართველოს მხრიდან, ერთადერთი გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს მექოტის კარი აუღელვებლად აიღო. მეორე ტაიმში, ესპანელების შეტევები უფრო მასიური გახდა, თუმცა ქართველები თავს კარგად იცავდნენ. გამარჯვების გოლის გატანა ესპანელებმა 92-ე წუთზე, შორეული დარტყმით მოახერხეს. ცნობილი საფეხბურთო საიტის, WhoScored-ის მიხედვით, […]