“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას პარტნიორის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იტალიელი მენეჯერის თქმით, ნიგერიელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის ერთადერთი ვარიანტი მისი “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგებაა. “ერთადერთი კლუბი, რომელსაც ვიქტორ ოსიმენის შეძენა შეუძლია, “პარი სენ-ჟერმენია”. თუ ნასერ ალ ხელაიფის სურს 200 მილიონი ევროს წინადადების გამოგზავნა, ჩვენ ველოდებით და ვნახავთ რა მოხდება”, – თქვა “ნაპოლის” […]
დე ლაურენტისი: “კვარა და ოსმიენის გაშვება?! არასოდეს თქვა არასოდეს…”
“ნაპოლის” 73 წლის მფლობელმა – აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ისაუბრა. „კვარა და ოსიმენი? არ იქნება რთული ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება, ჩვენ კარგად ვართ მათთან და თითქმის ყოველდღიურად ვსაუბრობთ ბიჭებთან, მაგრამ ხომ გაგიგიათ გამონათქვამი “არასოდეს თქვა არასოდეს” – გიჟური წინადადებების შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენთან დიდხანს დარჩებიან“.
დელ პიერო: ,,ნაპოლის ვარსკვლავებმა, კვარაცხელიამ და ოსიმენმა, იბრწყინეს”
,,ნაპოლისა” და ,,იუვენტუსის” შეხვედრა ტურინული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა: ,,ჩვენ ორ განსხვავებულ გუნდზე ვსაუბრობთ, ისინი განსხვავდებიან სათამაშო სტილით, ფეხბურთელებით, ტაქტიკით – ,,ნაპოლი” დომინანტია და ბურთს ფლობს. დღეს გუნდის ვარსკვლავებმა, კვარაცხელიამ, ოსიმენმა და ლობოტკამ იბრწყინეს. კარგად ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა. მეორე მხრივ, ,,იუვენტუსი” განსხვავებული სტრუქტურის გუნდია. ველოდები ალეგრის პასუხს კითხვაზე, როგორ მოხდა ეს… სჯობს […]
დესპოტოვიჩი: ,,სლუცკიმ შეიძლება თქვას, რომ ხვიჩა ფეხბურთელად მან აქცია, მაგრამ ეს სისულელეა”
ყაზანის ,,რუბინის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯორჯე დესპოტოვიჩმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: – ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც გითამაშიათ. ახლა ის მსოფლიოს ტოპ-დონის მოთამაშეებს შორისაა. – ეს ჯერ კიდევ პირველ ვარჯიშზე ვთქვი, მაშინვე აშკარა იყო. თუმცა, კვარაცხელიას იმ კოშმარულ სეზონში სლუცკისთან პრობლემები ჰქონდა. ახლა, შეიძლება თქვას, რომ ხვიჩა ფეხბურთელად მან აქცია, მაგრამ […]
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” კაპიტანმა – ჯოვანი დი ლორენცომ, სერია A-ს გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან კვარას შესახებ ისაუბრა. “კვარა? ნაპოლიში ჩამოსვლა და სკუდეტოს დაუყოვნებლივ მოგება წარმოუდგენელი შედეგი და ფაქტია. ის ჩუმი ბიჭია, რომელიც მოედანზე ფეთქდება და თავს საუკეთესოდ სწორედ იქ გრძნობს. ბევრ მატჩში მან ჩვენი შედეგები უარყოფითიდან დადებითისკენ შეცვალა. ჩვენს წლევანდელ წარმატებაში მას ერთ-ერთი ყველაზე […]
დი ლორენცო: “კვარაცხელიამ ქუსლით არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა, მე უბრალოდ გოლი გავიტანე”
“ნაპოლისა” და “აინტრახტის” დაპირისპირება იტალიური გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა კლუბმა მეტოქე 0:2 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაინც შეძლო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მეორე გოლი დროს დი ლორენცოს ქუსლით საკმაოდ რთული და სანახაობრივი გადაცემა გაუკეთა. მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანმა Sky Sports-თან ისაუბრა. […]
დიეგო სიმეონეს ვაჟი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ხდება
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, იტალიელი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უახლოეს პერიოდში “ვერონას” თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონე შეუერთდება. მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟი ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად უმატებს და სერია A-ში სტატისტიკას ყოველ სეზონში აუმჯობესებს. სიმეონემ 2021/22 წლების სეზონში 37 შეხვედრაში 17 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. როგორც ფაბრიციო […]
ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერებთან დაკავშირებით კვლავ ბუნდოვანი მდგომარეობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები მოლაპარაკებას დასკვნით ფაზაში აწარმოებდნენ, თუმცა “დინამო ბათუმის” პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. “ყაზანის”რუბინის” მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა კი, თემასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვნის ნიშნები გააჩნია. თუ რატომ არის ეს ყოველივე დამაბნეველი, ქრონოლოგიურად მოგიყვებით. დინამო ბათუმის პოსტი სოციალურ ქსელში 23 მარტს, 17:25-ზე, დინამო ბათუმმა Facebook-ზე […]
დრამატული მატჩი და გამარჯვება ჩემპიონთან – კვარაცხელიას სტატისტიკა ზენიტის წინააღმდეგ
რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში, ყაზანის “რუბინმა” მოქმედი ჩემპიონი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” მიიღო და დრამატული სცენარით განვითარებულ შეხვედრაში – 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი 41-ე წუთზე, ჯორჯე დესპოტოვიჩის მიერ გატანილი პენალტის მეშვეობით მოიგეს და ანგარიშში უპირატესობას 75-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, ვიდრე მათ საჯარიმოში შექმნილ არეულობას გოლი არ მოჰყვა. საბოლოოდ, გამარჯვების მოპოვება “რუბინმა” დამატებულ დროში მოახერხა. 92-ე […]
დღეს ნაპოლიში კვარაცხელიას ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება
დღეს “ნაპოლი” გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას წარუდგენს. 21 წლის ქართველი ფეხბურთელის პრეზენტაცია დიმარიოზე ჩვენი დროით 14:15 წუთზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას დებიუტი “ნაპოლიში” გუშინ უკვე შედგა. ამხანაგურ მატჩში ლუჩანო სპალეტის გუნდმა “ანაუნე” 10:0 დაამარცხა, ხოლო კვარაცხელიამ პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ვინგერის შესახებ ისაუბრა და […]
ედინსონ კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
21-ე საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ საკუთარი შვილების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ისინი “ნაპოლის” გულშემატკივრები არიან. განსაკუთრებით საინტერესო კი ის გახლავთ, რომ “ვალენსიას” ფორვარდის თქმით, მისი შვილის საყვარელი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და ნიგერიელი, ვიქტორ ოსიმენი არიან. “ისინი გიჟდებიან “ნაპოლიზე”. ისინი დაიბადნენ ნეაპოლში და მხარს უჭერენ “ნაპოლის”. მათ ასევე იციან ყველა საგულშემატკივრო შეძახილი. მათი […]
ევერტონი უარყოფს: “კვარაცხელია მისმა აგენტმა თავად შემოგვთავაზა”
დღეს რუსულ მედიაში დაიწერა იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი “ევერტონიც” დაინტერესდა. მერსესაიდული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მარსელ ბრენდსმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. “ეს აბსოლუტური ჭორია. აგენტმა გუშინ თავად გამომიგზავნა მისი სახელი და მკითხა, იყო თუ არა ფეხბურთელი ჩვენს ინტერესში,” – თქვა ბრენდსმა. რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში კვარაცხელიამ 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.