დღეს, 21:00 საათზე, ,,ნაპოლი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლუჩანო სპალეტის გუნდი ,,ესპანიოლს” დაუპირისპირდება. ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იტალიურ კლუბში მე-6 მატჩს ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია