ხვიჩა კვარაცხელიამ ,,ნაპოლის” მაისურით კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა – ,,ატალანტასთან” მოგებულ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა და მაყურებელს არაერთი ეფექტური მომენტი შესთავაზა. ქართველი ფეხბურთელის თამაშს იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ,,ამ ბიჭისთვის, რომელიც ფეხბურთის არსია, ზედსართავი სახელების მოძებნა რთულია,” – წერს La Gazzetta dello Sport-ი. Tuttosport-მა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, ვის გამოც გულშემატკივარს […]