საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში ბოსნია-ჰერცეგოვინაში
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის სარაევოში ემზადება. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ვილი სანიოლის გუნდმა 22 მარტს პირველი ვარჯიში გამართა. საფეხბურთო კლუბ “სარაევოს” ბაზაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ლაშა დვალი გუნდთან ერთად ვარჯიშს, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს. ეროვნულ ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი 23 მარტს შეუერთდება. საქართველოს ნაკრების წლის პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, […]
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. წამყვანმა ევროპულმა სტატისტიკურმა კომპანია Whoscored.com-მა რუსეთის ჩემპიონატის 22-ე სათამაშო კვირის რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის ქართველი ამომავალი ვარსკვლავიც აირჩია, რომელმაც “უფასთან” შეხვედრაში გოლის გატანა, საგოლე გადაცემის გაკეთება და ყაზანის “რუბინს” გამარჯვებაში დაეხმარა (3:0). 20 წლის ქართველმა ამ მატჩში 8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაზე მაღალიც მხოლოდ […]
ზედიზედ მეორედ – ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია!
ხვიჩა კვარაცხელია, გურამ კაშია და გიორგი ლორია იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული დაჯილდოებაზე 2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები, საუკეთესოდ კი ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელი აღიარეს. საქართველოს ნაკრების მიერ 2021 წელს გატანილი 6 გოლიდან 4 ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა. ხვიჩა გამოირჩეოდა ეროვნულ გუნდში და მისი აღიარება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ანალიზისა და სტატისტიკის ვებ […]
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას და თავისი გუნდის სხვა ლეგიონერების შესახებ ისაუბრა. “მას მერე, რაც ფიფასა და უეფას რეგულაციები ცნობილი გახდა, პირველივე დღეს შევხვდით ჩვენი გუნდის ლეგიონერებს და მათთან ერთად ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვიმუშავებდით, იქამდე, ვიდრე სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს”, – თქვა ლეონიდ სლუცკიმ. რუსეთსა და […]
თამაზ კოსტავა: “მთავარია, რომ ჩამჯდარ ფეხბურთს არ ვთამაშობთ. ასეთი თამაშებით კი შედეგი აუცილებლად მოვა”
საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, “დინამო თბილისის” ლეგენდარული თაობის ვეტერანმა წარმომადგენელმა, თამაზ კოსტავამ სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, 1980-იან წლებში არსებული მდგომარეობასა და საქართველოს ნაკრებში მიმდინარე სიახლეებზე. “ესპანეთთან თამაშით გაოცებული ვიყავი. მათ სტუმრად 1:0 რომ მოვუგეთ, ცალკარა იყო. ახლა კი მეორე ტაიმში 1:1-ზე ისეთი კარგი მომენტები შევქმენით და მერე გოლი […]
transfermarketweb: “ინტერესი ლა ლიგიდან – ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ვილიარეალს სურს”
ევროპული მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას დამატების მიმართ ინტერესი კიდევ ერთ ესპანურ კლუბს, “ვილიარეალს” გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას transfermarketweb.com-ი ავრცელებს და წერს, რომ უდავოა, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი ერთ დღეს ესპანეთში ითამაშებს. “ხვიჩა კვარაცხელია, ასე ჰქვია მარცხენა ფლანგის ფეხბურთელს, რომელმაც ესპანეთს დამატებითი საშუალება მისცა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრისთვის, მას შემდეგ, რაც შვედეთთან დუბლი შეასრულა და აღნიშნულ საკვალიფიკაციო […]
ბარსელონას ფერან ტორესის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელია ურჩიეს
საფეხბურთო ვებ-გვერდმა totalfootballanalysis.com-მა “ბარსელონას” ფერან ტორესის ტრანსფერის ნაცვლად, ის 4 ფეხბურთელი ურჩია, რომლის დამატებაც იანვარში შეეძლება, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარცხელიაა. “ამ სიაში, ალბათ, ყველაზე მხიარული მოთამაშე ყაზანის “რუბინის” 20 წლის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის თავდაპირველად, მშობლიურ საქართველოში “დინამო თბილისის” ახალგაზრდული სისტემიდან გახდა ცნობილი და 2019 წელს მოსკოვის “ლოკომოტივში” იჯარის შემდეგ, 2019 წელს, საბოლოოდ, […]
ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან კარგია, რომ წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან – 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვაარცხელიამ 2021 წელი შეაჯამა. “დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს. ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს, ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება […]