დღეს, სერია A-ს ბოლო 38-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სამპდორიას” უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 43-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, ოსტიგორი, დი ლორენცო, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ელმასი, ოსიმენი, კვარაცხელია. 37 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” ჩემპიონობა უკვე გაფორმებული აქვს. ,,სამპდორია” […]