ინგლისური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას “ლიდს იუნაიტედში” გააგრძელებს და ეს ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. leeds-live.co.uk-ი წერს, რომ ყაზანის “რუბინსა” და პრემიერ ლიგის ბინადარ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა, თანხმობას თავად ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლებიც აცხადებენ, ახლა კი ერთადერთი საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია, სატრანსფერო ღირებულებაა. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის აგენტის მონაწილეობით კლუბები მოლაპარაკებებს მართავენ, სავარაუდოდ, 20 წლის […]