“კვარაცხელიას ერთი-ერთზე თამაშის უნარს მოვპარავდი” – რასპადორი
DAZN-ის პოპულარულ რუბრიკაში “Dazn Heroes” საუბრის დროს, “ნაპოლის” ახალგაზრდა შემტევმა ჯაკომო რასპადორიმ საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. ნეაპოლიტანურ კლუბში გადასვლის, სადებიუტო გოლისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრის პარალელურად, რასპადორიმ თანაგუნდელების შესახებაც გააკეთა კომენტარი და მათი ძლიერი მხარეები აღნიშნა. “ოსიმენს თავურ დარტყმას მოვპარავდი – მისი თავური სიგიჟეა. ზონებში მოძრაობის უნარს ჩოლიტოს (სიმეონე) მოვპარავდი. კვარას, ისევე, როგორც ლოზანოს […]
სპალეტი: ,,პენალტისტი კვარაცხელიაა, თერთმეტმეტრიანი მას უნდა დაერტყა”
,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, ,,სამპდორიასთან” მატჩში მატეო პოლიტანოს გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს გამოეხმაურა: ,,პენალტისტი კვარაცხელიაა, თერთმეტმეტრიანი მას უნდა დაერტყა. თუმცა, გუნდში დარტყმის სურვილს თუ სხვა გამოხატავს და ფეხბურთელები შეთანხმდებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სხვა ყველაფერთან ერთად, პოლიტანომ პენალტის დარტყმაც იცის,” – განაცხადა სპალეტიმ. იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სამპდორია” სტუმრად 2:0 დაამარცხა. სერია A-ს 17 ტურის […]
სპალეტი: ,,კვარაცხელიამ დღეს კარგი მატჩი ჩაატარა”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სამპდორიასთან” მოგებული მატჩი შეაფასა: ,,ძალიან მომწიფებული გუნდი ვნახე, რომელმაც იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა მატჩში, რომელიც, შეიძლებოდა, გართულებულიყო. ფეხბურთელები ყოველთვის საკუთარ ადგილზე იყვნენ და ვფიქრობ, კითხვის ნიშნები არ დაგვიტოვებია. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან რიტმი უნდა დაიბრუნოს. არ დაგვავიწყდეს, რომ მისი შესვენება ერთი თვით ადრე დაიწყო. ტემპს უნდა მოუმატოს, დღეს კარგი მატჩი […]
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სამპდორია” სტუმრად 2:0 დაამარცხა. მატჩში 63 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ასპარეზობა ვებგვერდმა, Sofascore-მა 6,3 ქულით შეაფასა, რაც ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხვიჩა ბურთს სულ 44-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, კარისკენ – 2-ჯერ, 23-დან 22 ზუსტი პასი გააკეთა და 3 წარუმატებელი დრიბლინგი ჰქონდა. Whoscored-მა კვარაცხელიას ნეაპოლური კლუბის […]
ხვიჩა კვარაცხელია სამპდორიასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
დღეს, სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სამპდორიას” ესტუმრება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-19 შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 16 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. […]
სპალეტი: ,,მე კვარაცხელიას პირველი დამცველი ვარ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სამპდორიასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,ნამდვილ კვარაცხელიას მალე ვიხილავთ, მას ,,ინტერთან” ცუდად არ უთამაშია. სივრცეებს ეძებდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თავდაჯერებულად ითამაშა. მე მისი პირველი დამცველი ვარ. გვინდა, რომ რთული მეტოქეების წინააღმდეგ გამარჯვების სურვილით ვითამაშოთ. შემდეგ თამაშში 3-4 ცვლილება იქნება,” – სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს. […]
“ინვესტიცია პატარა კვარაში” – იტალიაში ისევ გიორგი კვერნაძეზე საუბრობენ
იტალიური მედია კვლავაც “საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესახებ საუბრობს და განიხილავს ვერსიას, რომ ის საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდ “ნაპოლის” ინტერესის ქვეშაა. “ნაპოლი არავის ყიდის. მათ გადაწყვიტეს, რომ არავინ გაუშვან. გუნდის იდეა არის ის, რომ შეინარჩუნოს არსებული შემადგენლობა სკუდეტოსთვის ბრძოლის გზაზე სტაბილური სვლის გასაგრძელებლად. სამომავლოდ კი გუნდმა შესაძლოა გაძლიერებაზეც იფიქროს, რა მიმართულებითაც ინვესტიციის სახით კიდევ […]
“მსაჯებო, კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელებს უნდა გაუფრთხილდეთ” – იტალიური მედიის გამოხმაურება
ერთ-ერთი ყველზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ, მილანის “ინტერის” ფეხბურთელების უხეშ თამაშს და მსაჯების ამაზე არასაკმარის რეაგირებას ეხმაურება. იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში გამართულ შეხვედრაში, რომელიც “ინტერმა” – 1:0 მოიგო, 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის წინააღმდეგ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა არაერთ ეპიზოდში იუხეშეს, თუმცა მსაჯს ამაზე სათანადო რეაგირება არ […]
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა რევოლუციონერმა, არიგო საკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, სერია A-ს მე-17 ტურში მილანის “ინტერსა” და “ნაპოლის” შორის გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. “მე ვიტყოდი, რომ ლიგა ახლა გაიხსნა. “ნაპოლის” ზოგიერთი ფეხბურთელი საკუთარ თავს არ ჰგავდა – ისინი, ვინც აქამდე გვინახავს, რომ ბევრად […]
როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს ინტერის წინააღმდეგ?
2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ეგიდით მილანის “ინტერის” წინააღმდეგ (0:1) დამარცხდა. ზურგის ტრავმით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ეს 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, რომელშიც მოედანზე 75 წუთი გაატარა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ტალანტის თამაში განსხვავებულად შეაფასა. […]
ნაპოლის კაპიტანი: “კვარა ბრწყინვალედ დაბრუნდა”
“ნაპოლის” კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მისი თანაგუნდელის და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხვიჩა კვარაცხელია ახლა კარგად არის. მას ზურგის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. ის ბრწყინვალედ დაბრუნდა და იმედი მაქვს, კვლავაც გააკეთებს იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა”, – თქვა იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა. ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურ შეხვედრაში მოედანზე […]
სპალეტი: “კვარა ძალიან კარგი ბიჭია, ის ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა”
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში, მილანის “ინტერთან” გასამართი შეხვედრის წინ, “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემებთან ერთად, მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. “ლობოტკა და კვარაცხელია თავს კარგად გრძნობენ. მათ მოსამზადებელ პერიოდში არსებული დრო სწორად გამოიყენეს და ახლა თავს კარგად გრძნობენ. “იუვე სტაბიასთან” კარგი მატჩი გამოვიდა, რომელშიც […]