ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში მე-3 გოლი გაიტანა | VIDEO
საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც 1 ივლისს, “ნაპოლის” უნდა შეუერთდეს, რუსულ Sport Expres-თან თავისი კარიერის ახალ ეტაპზე ისაუბრა. “ყოველთვის ვოცნებობდი დიდ კლუბში თამაშზე. “ნაპოლი” ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. ბავშვობაში “რეალზე” ვოცნებობდი, ეს ჩემი ოცნება იყო, თუმცა ბევრი ოცნება უკვე ახდა. ახლა არ ვიცი, რა იქნება ჩემი შემდეგი ოცნება, ვტკბები მომენტით. მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს ყაზანის “რუბინთან” […]
მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია
Pia.ge-ს Facebook გვერდზე, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის პოსტი განთავსდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. წყაროს მტკიცებით, მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია დაიბადა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უცვლელად გთავაზობთ: “გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბანდიტები […]
UEFA Champions League – ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ასისტი
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. “ნაპოლის” მაისურით სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ, კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო. ნეაპოლელთა ქართველი ახალწვეულის ბრწყინვალე პერფორმანსს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის Twitter-ის ოფიციალური […]
შედარება დიეგო მარადონასთან – La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩას გოლს გამოეხმაურა
სერია A-ს მე-5 ტურში ,,ლაციომ” ,,ნაპოლის” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველი ფეხბურთელის გატანილ გოლს გამოეხმაურა გავლენიანი იტალიური გამოცემა – La Gazzetta dello Sport-ი, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კვარაცხელიას ფოტოგრაფიკა ,,ნაპოლის” 1986-1987 წლების სეზონის ფორმით. ამ წელს ნეაპოლელებმა დიეგო მარადონასთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგეს: ,,E Sempre Kvara! ქართველი კვლავ მტკიცეა. რამდენიმე […]
სპალეტი: “კვარამ დაცვაში უნდა მოუმატოს და უფრო გუნდურად ითამაშოს”
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” სტუმრად გლაზგოს “რეინჯერსი” დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც პენალტი მოიპოვა, საერთო ჯამში კი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეფასების სახით 7 ქულა დაიმსახურა. “ის ძლიერია, ძალიან ძლიერი. მაგრამ როცა კარის […]
კასანო: “ასეთი გავლენა სერია A-ზე მხოლოდ ფენომენ რონალდოს ჰქონდა – კვარა შთამბეჭდავია!”
მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და დადებით კონტექსტში მოიხსენია. “კვარაცხელია შთამბეჭდავია! ფეხის წარმოუდგენელი ძალა აქვს. მახსოვს, რომ იტალიაში ჩასულ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა ასეთი გავლენა. მსგავსი გავლების მქონე ფეხბურთელად მხოლოდ ფენომენი რონალდოს დასახელება შემიძლია. კვარაცხელია დრიბლინგს […]
იტალიელი ექსპერტი: “ნაპოლის დირექტორმა კვარას გამო ტრანსფერების ოსკარი უნდა მოიგოს”
იტალიელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა და სატრანსფერო საქმიანობის ექსპერტმა, ლუკა მარკეტიმ “ნაპოლის” 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა და თქვა, რომ გუნდის გენერალურმა დირექტორმა კირისტიანო ჯიუნტოლიმ “ოსკარი” უნდა მოიგოს “”ნაპოლის” დირექტორმა, კრისტიანო ჯიუნტოლიმ 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელებული საქმიანობის გამო სატრანსფერო ოსკარი უნდა მოიგოს. ამას თუ ახლა არ იმსახურებს, აბა სხვა დროს როდის?! მან ძალიან კარგად იმუშავა […]
ხვიჩა კვარაცხელია ბოლონიასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
დღეს, სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ბოლონიას” უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-13 შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია. 9 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 23 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. 📃 […]
კვარაში გადახდილი 10 მილიონი ნაპოლიმ უკვე ამოიღო
უეფა ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებულ ერთ გამარჯვებაში კლუბს, ბონუსის სახით, 2 მილიონ 800 ათას ევროს უხდის. “ნაპოლიმ” ევროასპარეზზე ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიურმა კლუბმა 14 მილიონი ევრო გამოიმუშავა. “ნაპოლის” მიერ გამომუშავებულმა თანხამ, ხვიჩა კვარაცხელიაში გადახდილ 10 მილიონ ევროს 4 მილიონით გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბმა მასში გადახდილი თანხა და წლიურ ხელფასში […]
იტალიური მედია: კვარაცხელიას თამაში ახალ წლამდე საეჭვოა
იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ვარაუდობს, რომ ის 2022 წელს ნეაპოლელთა “შემადგენლობაში” ვერ ითამაშებს. “ნაპოლის” “ემპოლის” წინააღმდეგ მარტივი მატჩი არ ექნება. განაცხადში არ არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებს და რომელიც გარდა დღევანდელი მატჩისა, დიდი ალბათობით “უდინეზესთანაც” ვერ ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ […]
ხვიჩა კვარაცხელია: “ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ჰგვანან – თავს სახლში ვგრძნობ”
“ნაპოლის” და საქართველოს ნაკრების ლიდერი, ფედერიკო II-ის უნივერსიტეტში სან-ჯოვანი ა ტედუჩიოს შტაბ-ბინაში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც იტალიის ელჩი საქართველოში და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 21 წლის ქართველმა ტალანტმა დამსწრეთა შეკითხვებს, ქართულ იტალიურ და ინგლისურ ენებზე უპასუხა. “პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ როდესაც ჩავედი ნეაპოლში დავინახე, რომ ნეაპოლიტანელი მოსახლეობა ფეხბურთისთვის ცხოვრობს და მათ ძალიან […]