კალაძე ადასტურებს – გატუზოსა და მალდინის ხვიჩას შესახებ ვესაუბრე
კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე იტალიური გრანდებიდან მეგობრები დაუკავშირდნენ და მისი აზრით დაინტერესდნენ. „ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი) – „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და […]
კალენდარში ცვლილებების შემდეგ ნაპოლი – უდინეზეს მატჩი გადაიდო
მას შემდეგ, რაც იტალიის სერია A-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ნაპოლი” – “სალერნიტანას” მატჩი ერთი დღით გადაიდო და 29 აპრილის ნაცვლად, 30 რიცხვში შედგება, ნეაპოლური კლუბის კალენდარში სხვა ცვლილებებიც შევიდა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ “უდინეზეს” წინააღმდეგ 2 მაისს გასამართი შეხვედრა ორი დღით გადაიწევს და 4 მაისს ჩატარდება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მატჩს […]
კაპელო: ,,რეგრესი კვარაცხელიას თამაშში? სისულელეა!”
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, აზრს იმის შესახებ, რომ ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშს მოუკლო, სისულელე უწოდა: ,,რეგრესი კვარაცხელიას თამაშში? სისულელეა! მისი გუნდი სულ მალე სკუდეტოს მოიგებს…” – განაცხადა კაპელომ. კვარაცხელიამ გოლი ბოლოს 19 მარტს, ,,ტორინოსთან” მატჩში გაიტანა, ამავე შეხვედრაში მიითვალა ბოლო საგოლე გადაცემაც. მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 14 გოლი […]
კარანტინის შემდეგ პირველივე მატჩში: კვარაცხელიამ მაკრატელა გაიტანა (ვიდეო)
რუსეთის ჩემპიონატის განახლებიდან პირველსავე ტურში, ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მოახერხა. ყაზანის “რუბინის” შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ურალთან” სტუმრად მიმდინარე შეხვედრაში 39-ე წუთზე, აკრობატული დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1 და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ეს კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში, რუსეთის პრემიერლიგაში მესამე გოლია – 19 წლის ქართველს 1 საგოლე გადაცემაც აქვს. რაც შეეხება ყაზანელთა მეორე ქართველ ლეგიონერს, […]
კარლო ანჩელოტი: “ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის, “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. “ნაპოლიმ” უდიდესი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც კლუბის გასახდელში იერარქია განაახლა, შეცვალა გარემო და ახალ მოთამაშეებსა და ფეხბურთში უდიდესი გამოცდილების მქონე მწვრთნელს ენდო. სპალეტის ტაქტიკურ დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. ეს კომბინაცია ნიშნავს, […]
კარლო ანჩელოტის ვაჟი: “ხვიჩას თამაშის ყურება სასიამოვნოა, მას ყველაფერი აქვს”
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ვაჟი და ამავე დროს, მისი ასისტენტი, დავიდე ანჩელოტი იტალიურ მედიას ესაუბრა და სხვადასხვა თემებთან ერთად, “ნაპოლის” ამჟამინდელ მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი. მათ შორის, საქართველოს ნაკრების და ნეაპოლური გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. “ნაპოლის” ახალი შენაძენები? კვარაცხელია მართლაც მხიარული ფეხბურთელია, ყველა მასზე ლაპარაკობს. ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება, რადგან […]
კასანო კვარაცხელიაზე: ,,სიგიჟედ მიმაჩნია ის, რომ ნაპოლის გარდა მასზე სხვა არცერთ გუნდს არ უფიქრია”
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ისაუბრა: ,,კვარაცხელიას გაფორმებისას ,,ნაპოლი” კარგი იყო, მაგრამ სიგიჟედ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მასზე სხვა არცერთ გუნდს არ უფიქრია. კვარაცხელია ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ძლიერია დრიბლინგში და ძალიან სწრაფია. მას ფენომენალურ ფეხბურთელად მივიჩნევ,” – განაცხადა კასანომ. მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით […]
კასანო: “ასეთი გავლენა სერია A-ზე მხოლოდ ფენომენ რონალდოს ჰქონდა – კვარა შთამბეჭდავია!”
მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და დადებით კონტექსტში მოიხსენია. “კვარაცხელია შთამბეჭდავია! ფეხის წარმოუდგენელი ძალა აქვს. მახსოვს, რომ იტალიაში ჩასულ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა ასეთი გავლენა. მსგავსი გავლების მქონე ფეხბურთელად მხოლოდ ფენომენი რონალდოს დასახელება შემიძლია. კვარაცხელია დრიბლინგს […]
კატარიდან იტალიაში: სერია A-ში ნახევრად-ავტომატური თამაშგარეს სისტემა დაინერგება
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 19 დეკემბერს ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ინოვაცია დააანონსა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ სერია A-ში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გამოყენებული ახალი ტექნოლოგია დაინერგება, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას გააადვილებს. ნახევრად-ავტომატური სისტემა თავდაპირველად ჩემპიონატის განახლებისთანავე, 4 იანვარს უნდა დანერგილიყო, მაგრამ ის ძალაში 27 იანვრიდან, ანუ მე-20 ტურის შეხვედრებიდან შევა და სერია A-ს მეორე ნახევარზე იფუნქციონირებს. ოპტიკური თვალთვალის სისტემა […]
კეილორ ნავასი და ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელები ხდებიან
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში, “პარი სენ-ჟერმენის” და კოსტა რიკის ნაკრების მეკარე, კეილორ ნავასი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება. ყველაზე სარწმუნო ნეაპოლური გამოცემების მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალის” ყოფილი გოლკიპერი “ნაპოლის” წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. ნავასი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მეკარეა. 35 წლის კარის დარაჯს ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ […]
კვარა და ოსიმენი – ნაპოლის შემტევი დუეტი ნიუკასლის სამიზნეა
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიუკასლ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ემზადება და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ “ნაპოლის” შემტევ დუეტს განიხილავს. როგორც The Telegraph-ი იუწყება, ბოლო სამ სატრანსფერო ფანჯარაში 300 მილიონ ევრომდე დანახარჯის გამო, “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობას მკაცრი პოლიტიკის გატარება სურდა, რათა ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები არ დაერღვია, თუმცა მიმდინარე წარმატებული სეზონის შემდეგ მათი გადაწყვეტილება შეიცვალა. საქმე ისაა, […]
კვარა დაბრუნდა – ხვიჩამ დასვენების დღესაც ივარჯიშა
ცნობილი იტალიური გამოცემების “RomaPress” და “La Repubblica“-ზე დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და იგი ვარჯიშს უკვე დაუბრუნდა. ბოლო ტურში “ნაპოლი” “სალერნიტანას” ესტუმრა და 0:2 გაიმარჯვა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა იგი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშს დაუბრუნდა. ორშაბათს “ნაპოლის” მთავარმა მწრთნელმა – ლუჩიანო სპალეტიმ, კლუბს დასვენების უფლება […]