დღეს, 23:30 საათზე, ,,ნაპოლი” ,,ვილიარეალის” წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ზედიზედ მესამე შეხვედრას ჩაატარებს ,,ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მერეტი – დი ლორენცო, ესტიგორი, ჟესუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა, რასპადორი, ელმასი, ოსიმენი, კვარაცხელია.