“ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის ქართველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი ტრანსფერი “ნაპოლის” 10 მილიონი ევრო დაუჯდა. “კეთილი იყოს შენი მობრძანება, ხვიჩა”, – წერს ნეაპოლიტანური კლუბის ოფიციალური გვერდი. სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრების გამოხმაურებებს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე. “კეთილი […]
la Repubblica – ნაპოლის კვარას გარეშე თამაში არ შეუძლია!
პრესეზონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, “ნაპოლისა” და თურქული “ადანასპორის” დაპირისპირება შედგა – მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ნეაპოლიტანური კლუბის მხრიდან ორივე გოლის ავტორი ირვინგ ლოზანო გახდა. აღსანიშნავია, რომ ლოზანომ პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ, ლოზანო ულამაზესი საგოლე გადაცემით მოამარაგა – ამ უკანასკნელმა კი თანაგუნდელის გარჯა გატანილი გოლით დააფასა. “კვარაცხელიასთან შესაძლო კონკურენცია მხოლოდ […]
ოფიციალურად: ჯოვანი სიმეონე ნაპოლის ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და არგენტინელი თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონე დაიმატა. მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟი, რომელიც ბოლოს “ჰელას ვერონას” მაისურს ირგებდა, 1-წლიანი იჯარის წესით ნეაპოლიტანურ კლუბში ითამაშებს. როგორც ცნობილი ხდება, უახლოესი პერიოდის განმავლობაში, “ნაპოლი” კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, “ტოტენჰემიდან” ტანგი ნდომბელესა და “სასუოლოდან” ჯაკომო რასპადორის. 27 […]
სპალეტი: ,,ხვიჩას ასეთი სტარტი არ მიკვირს, არც დღეს გატანილი გოლი”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ლაციოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა რომაულ გუნდს გამარჯვების გოლი გაუტანა: ,,კვარა? მისი ასეთი სტარტი არ მიკვირს, მათ შორის არც დღეს გატანილი გოლი, რადგან ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ის მორცხვი ბიჭია, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს უნდა, მაგრამ მოედანზე სულ სხვა დამოკიდებულება აქვს,” – განაცხადა სპალეტიმ. იტალიელმა სპეციალისტმა […]
EUROSPORT – ვინ არის ხვიჩა “კვარადონა” კვარაცხელია?
“ვინ არის ხვიჩა “კვარადონა” კვარაცხელია? “ნაპოლისა” და საქართველოს სუპერვარსკვლავი, რომელსაც დიეგო მარადონას ადარებენ” – გავლენიანი ევროპული მედია საშუალება EUROSPORT-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას, სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს. EUROSPORT-ზე განთავსებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ: მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” აღმოჩენად მოგვევლინა. ქართველი ვარსკვლავი “დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე” ამ ზაფხულს გადაბარგდა და გაიბრწყინა, როგორც სერია A-ს […]
“გთხოვთ, პირველ რიგში კვარა უნდა შევაჩეროთ” – როგორ ემზადებიან ტორინოს მწვრთნელები ხვიჩას წინააღმდეგ სათამაშოდ
იტალიის სერია A-ს მერვე ტურში მატჩში, “ნაპოლი” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში “ტორინოს” უნდა დაუპირისპირდეს. მატჩის წინ, Gazzetta dello Sport-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის სავარაუდო ტაქტიკას განიხილავს. გამოცემის მიხედვით მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ბიჭებო, გთხოვთ, პირველ რიგში კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ”. ამავე სტატიაში განხილულია სამი სავარაუდო გზა, რომელსაც პოტენციურად […]
კრემონეზესა და ნაპოლის მატჩში ლუკა ლოჩოშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში არიან
სერია A-ს მე-9 ტურში ,,კრემონეზე” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი – ლუკა ლოჩოშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, ითამაშებს. ,,კრემონეზეს” ძირითადი შემადგენლობა: რადუ, ასკასიბარი, ვალერი, ბიანკეტი, სერნიკოლა, ლოჩოშვილი, ფელიქსი, მეიტე, კუალიატა, დესერსი, ძანიმაკია. ,,ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ნდომბელე, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია. 8 […]
საუკეთესო მოედანზე – რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლონიასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში უკვე ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც 94 წუთის განმავლობაში, სრულად ითამაშა და მოედანზე მყოფ 29 ფეხბურთელს შორის საუკეთესო შეფასება – 8.3 მიიღო. გარდა კონკრეტული კოეფიციენტისა, 21 წლის ქართველს დიდებული მატჩი ჰქონდა, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი […]
ხვიჩა კვარაცხელიამ სასუოლოს გაუტანა | VIDEO
Corriere dello Sport: “კვარაცხელიამ შესაძლოა უდინეზეს წინააღმდეგ ითამაშოს”
იტალიური მედია “ნაპოლისა” და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. კონკრეტულად, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ 21 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ტრავმა მოიშუშა და სერია A-ს მე-15 ტურში, “უდინეზეს” წინააღმდეგ მისი თამაში რეალურია. გამოცემის ინფორმაციით, არის იმის შანსი, რომ კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდანვე დაიწყოს. ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 […]
ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა. აღნიშნული ტიტულის მფლობელი 23 წლის ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელიც ამჟამად იერუსალიმის მასტერსზე ასპარეზობს და ფინალში საიდ მოლაის შეხვდება. ქართველი სპორტსმენისთვის 2022 წელი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. ტატომ ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა. საუკეთესოთა ვინაობა სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდა: ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი – ოლიმპიურ მოძრაობაში […]
სპალეტი: “კვარაცხელიას მსოფლიო დონის ფეხბურთელის ტექნიკა აქვს”
“ნაპოლისა” და “იუვენტუსის” მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ცალკე გამოყო და ქება არ დაიშურა. “მისი ტექნიკა მსოფლიო დონის ფეხბურთელისაა, მას შეუძლია ბურთი თავზე დაგასვას, აქვს გოლის ალღო, შეუძლია ორივე ფეხით მონახოს მეკარისთვის ურთულესი კუთხე, გამძლეა, სწრაფი და ძლიერი ყველა ასპექტში.” ხვიჩამ “ბიანკონერისთან” 2 საგოლე გადაცემას გოლი დაუმატა ნეაპოლელებმა ტურინელები 5:1 გაანადგურეს და […]