ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა. აღნიშნული ტიტულის მფლობელი 23 წლის ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელიც ამჟამად იერუსალიმის მასტერსზე ასპარეზობს და ფინალში საიდ მოლაის შეხვდება.

ქართველი სპორტსმენისთვის 2022 წელი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. ტატომ ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.

საუკეთესოთა ვინაობა სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდა:

  • ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი – ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის – ლაშა ტალახაძე
  • 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი
  • 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სათამაშო სახეობაში – ხვიჩა კვარაცხელია
  • 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სახეობაში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა
  • 2022 წლის საუკეთესო ფედერაცია – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია
  • 2022 წლის აღმოჩენა, “ოლიმპიური იმედი” – გიორგი ელბაქიძე, ანანო აფაქიძე
  • 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი – ბეჟან ჭიჭინავა
  • 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში – ზაურ სულაშვილი
  • 2022 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია – სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია

ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

სტატიის ავტორი
-