სპალეტი: ,,კვარაცხელია განსაკუთრებული ბიჭია”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, უპასუხა შეკითხვას თუ როგორ რეაგირებს ხვიჩა კვარაცხელია დიდი პიროვნებების კომპლიმენტებზე: ,,როცა კვარაცხელიაზე რაღაცის თქმას ვცდილობ, ამბობთ, რომ მასზე გაბრაზებული ვარ (იცინის). ხვიჩა მის გარშემო არსებულ აჟიოტაჟს ყურადღებას არ აქცევს, რადგან განსაკუთრებული ბიჭია ქცევებით, მორალითა და რწმენით. მას ვკითხე, მზად იყო თუ არა პენალტის შესასრულებლად და […]
ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო
,,ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს. ინფორმაციას CalcioMercato ავრცელებს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი, დანიელე ლონგო წერს, მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ნეაპოლელების სურვილია, რომ ხვიჩასთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. გარიგების შემთხვევაში, კვარაცხელიას ანაზღაურება, სავარაუდოდ, ორჯერ გაიზრდება. მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 21 წლის […]
ნაპოლი კრემონეზეს წინააღმდეგ | გუნდები ერთმანეთს კოპა იტალიზე შეხვდებიან
რამდენიმე წუთის წინ, გამოქვეყნდა კოპა იტალიის 1/8 ფინალური შეხვედრების წყვილები. ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო “ნაპოლისა” და “კრემონეზეს” დაპირისპირებაა. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს ხოლო, ნეაპოლელთა ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს. ქართველები აქამდეც შეხვედრიან ერთმანეთს, სადაც ლოჩოშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე შეხვედრა 4:1 დათმო. აღნიშნული დაპირისპირება სერია A-ს მე-9 ტურში შედგა, სადაც კვარაცხელიამ საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. […]
“უდინეზე, მილანი… კვარას დამატება სერია A-ს ბევრ კლუბს სურდა” – იტალიელი სკაუტის ინტერვიუ
იტალიელმა საფეხბურთო სკაუტმა, კრისტიან არგუირომ, რომელიც წლების განმავლობაში არაერთ იტალიურ კლუბში მუშაობდა, ამჟამად კი ხორვატულ “ისტრაში” აგრძელებს კარიერას, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ნეაპოლური კლუბის გამოჩენამდე, 21 წლის ქართველი ტალანტის დამატება არაერთ იტალიურ კლუბს სურდა, მათ შორის იყვნენ “უდინეზე” და “მილანი”. “ალგორითმი ვერ წაშლის საკუტინგისა და მოთამაშეების კვლევის ტექნოლოგიას, […]
ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი: “კვარას გვარის თქმა რთულია, მაგრამ ის ღვთაებრივ ფეხბურთს თამაშობს”
“ნაპოლის” ლეგენდარული ფორმაციის მთავარმა მწვრთნელმა, ოტავიო ბიანკიმ, ამ კლუბისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 79 წლის სპეციალისტმა კომენტარი “რომასა” და “ნაპოლის” მოახლოებული მატჩის წინ გააკეთა, ვინაიდან იგი ორივე ამ გუნდის თავკაცი გახლდათ, განსაკუთრებულ წარმატებას კი დიეგო მარადონასთან და ნეაპოლური კლუბის ლეგენდარულ თაობასთან ერთად მიაღწია, როცა იტალიის სერია A და უეფას თასი მოიგო. […]
ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ბოლო სათამაშო კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სტატისტიკურმა კომპანია Whoscored-მა ევროპაში 5 საუკეთესო შიდა ჩემპიონატის ბოლო ტურების საუკეთესო 11 ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, მისი კოეფიციენტი კი 8.9 ქულას უდრიდა. მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი საუკეთესო თერთმეტეულში ისეთ ფეხბურთელებთან […]
იტალიური მედია: “კვარაცხელია თავს კომფორტულად გრძნობს – კონტრაქტის განახლება არ იგეგმება”
რამდენიმე დღის წინ იტალიურ საფეხბურთო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შემოგთავაზეთ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე საუბრობდნენ. კვარას თავის კლუბთან 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელშიც 1 წლით გახანგრძლივების პირობაც შეტანილია, წყაროს ცნობით კი, აურელიანო დე ლაურენტისს და მის გუნდს ამ მუხლის ამოქმედება სურდათ. ეს იმით იყო განპირობებული, რომ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო […]
Goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში შეიყვანა
2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ახლახან შევიტყვეთ, თუმცა Goal.com-ში უკვე მომდენო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე ფიქრობენ. სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი საფეხბურთო გამოცემა, ოქროს ბურთის სავარაუდო პრეტენდენტებს აქვეყნებს და პერიოდულ განახლებებს აკეთებს. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, Goal.com-ის სიაში ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. სეზონი ახალი დაწყებულია, შესაბამისად ჯერ ოქროს ბურთის პრეტენდენტზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეროვნული ჩემპიონატები უკვე გახურებულია, ჩემპიონთა […]
ნაპოლის ლეგენდარული პრეზიდენტი: “კვარაცხელია წარმოუდგენელი ფეხბურთელია”
“ნაპოლის” ლეგენდარულმა პრეზიდენტმა და ადამიანმა, რომელმაც, დიეგო მარადონა თავის კლუბში სათამაშოდ მიიწვია, კლუბის ამჟამინდელ წარმატებულ პერიოდსა და ქართველ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კორადო ფერლაინომ თქვა, რომ ამჟამინდელი “ნაპოლი” კიდევ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე მარადონას ფორმაციის გუნდი იყო და ხვიჩა კვარაცხელია წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. “თამაშობს თუ არა ეს “ნაპოლი” 80-იანი წლების გუნდზე უფრო კარგ ფეხბურთს? […]
ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” ხელმძღვანელობა გუნდის ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. Calciomercato.it-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აურელიანო დე ლაურენტისის გუნდი, 21 წლის ქართველისთვის ახალი კონტრაქტის პირობებზე უკვე მუშაობს. “ნაპოლიში” ქართველის მთლიანი ხელფასი დაახლოებით მილიონნახევარია, თუმცა კონტრაქტში მისი გაზრდის პირობაა გათვალისწინებული. აურელიანო დე ლაურენტისს მის შემადგენლობაში მყოფი ჩემპიონი ფეხბურთელისთვის უკეთესი პირობების შექმნა და ზაფხულში პოტენციური თავდასხმისგან თავის არიდება […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ 8.9 კოეფიციენტი დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა. კვარაცხელიასთან ერთად გუნდში დუშან ვლაჰოვიჩი, ლაუტარო მარტინესი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ნიკოლო ბარელა და სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ. მე-10 ტურში კვარაცხელია “ნაპოლის” შემადგენლობაში “ბოლონიას” დაუპირისპირდა და 3:2 […]
ატლეტიკოს მძაფრი ინტერესი, სიაში რეალი, ჩელსი და ბაიერნიც არიან – ევროპული მედია კვარას მიმართ ინტერესზე საუბრობს
სეზონის შესანიშნავი დასაწყისის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპის საუკეთესო კლუბების ინტერესის შესახებ, ევროპული მედია აქტიურად საუბრობს. ამჯერად, onefootball.com-ი ავრცელებს სტატიას, სადაც აღნიშნავს, რომ 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დამატების სურვილი მადრიდის “ატლეტიკოს” აქვს და მიზნის მისაღწევად მზად არის საკმაოდ რთულ კონკურენციაში შევიდეს. “როხიბლანკოს” ინტერესს იტალიური გამოცემებიც ადასტურებენ. გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დიეგო სიმეონეს ჟოაო ფელიქსთან უთანხმოება აქვს […]