სპალეტი: ,,კვარაცხელია განსაკუთრებული ბიჭია”

,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, უპასუხა შეკითხვას თუ როგორ რეაგირებს ხვიჩა კვარაცხელია დიდი პიროვნებების კომპლიმენტებზე:

,,როცა კვარაცხელიაზე რაღაცის თქმას ვცდილობ, ამბობთ, რომ მასზე გაბრაზებული ვარ (იცინის).

ხვიჩა მის გარშემო არსებულ აჟიოტაჟს ყურადღებას არ აქცევს, რადგან განსაკუთრებული ბიჭია ქცევებით, მორალითა და რწმენით. მას ვკითხე, მზად იყო თუ არა პენალტის შესასრულებლად და მშვიდად მიპასუხა – რატომაც არა,” – განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს მე-11 ტურში ,,ნაპოლი” ,,რომას” ესტუმრება. მატჩი ხვალ, 22:45 საათზეა ჩანიშნული.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.


https://twitter.com/sscnapoli/status/1583792861060812800

სპალეტი: ,,კვარაცხელია განსაკუთრებული ბიჭია”

სტატიის ავტორი
-