იტალიური მედია იმის შესახებ საუბრობს, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდის ორი ლიდერის, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის შემდეგ სეზონში შენარჩუნებაც სურს. “პრეზიდენტის განზრახვა იქნება ორი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება მომავალ სეზონშიც. ეს ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით ნიგერიელის შემთხვევაში, რომლისთვისაც ევროპის ტოპ კლუბები მზად არიან “ნაპოლის” 100 მილიონზე მეტი თანხა შესთავაზონ. დე ლაურენტისს […]