,,რა ჯადოსნური ღამეა” – ხვიჩა იუვენტუსთან მოგებაზე
,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ტურინულ გუნდთან მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ,,რა ჯადოსნური ღამეა! Forza Napoli Sempre!” – წერს ხვიჩა ინსტაგრამის პირად გვერდზე. სერია A-ს მე-18 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,იუვენტუსს” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე […]
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სპეციას კარში | VIDEO
“კვარას შანსი ექნება, მაგრამ ის უნდა შევზღუდოთ” – სასუოლოს მთავარი მწვრთნელი
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, “სასუოლო” სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე მყოფ “ნაპოლის” დაუპირისპირდება. “სასუოლოს”, რომელიც უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში არ დამარცხებულა ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. “პარტენოპეისთან” გასამართი მატჩის წინ, “სასუოლოს” მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონისიმ პრესკონფერენცია გამართა და მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. დიონისის უყურადღებოდ არც ხვიჩა კვარაცხელია დარჩენია – იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ […]
ხვიჩა კვარაცხელია ემპოლისთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
დღეს, სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ემპოლის” ესტუმრება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 26-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 23 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 62 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. […]
ვან ბასტენი კვარაცხელიას გოლზე: ,,შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს”
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარკო ვან ბასტენი, ,,ატალანტასთან” მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა. როგორც ჩანს ლეგენდარული ნიდერლანდელი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა: ,,მომენტის ყურებისას ხედავ, რომ რვა ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგაა. მერე შენთვის ფიქრობ – შეუძლებელია სიმართლე იყოს, რომ ის გოლს გაიტანს…” – თქვა ვან ბასტენმა Ziggo Sport-ის ეთერში. იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ატალანტას” უმასპინძლა […]
ლუჩიანო სპალეტი: “ნაპოლი მხოლოდ კვარაცხელია და ოსიმენი არ არის”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, “ტორინოს” წინააღმდეგ – 4:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდის წარმატება მხოლოდ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი მეწყვილის ვიქტორ ოსიმენის დამსახურება არ არის. “ნაპოლი” მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის. “ნაპოლი” ჩვენი გუნდის ფეხბურთელები არიან. დი ლორენცომ კოსმიური მატჩი […]
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიელმა საფეხბურთო ფიგურამ, ლუჩიანო მოჯიმ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, “მილანთან” “ნაპოლის” მარცხის (0:4) შემდეგ, ნეაპოლური გუნდის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათი მთავარი წამყვანი ძალა ვიქტორ ოსიმენია. “გარდა იმისა, რომ, მის ბალანსზე 21 გატანილი გოლია, ნიგერიელი ამჟამად არაპროგნოზირებადობის განსახიერებაა და სწორედ ესაა “ნაპოლის” მთავარი სიძლიერე. მხოლოდ ის […]
“ძალიან ძვირია” – არველაძემ ნიდერლანდურ მედიასთან კვარას აიაქსში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოთა არველაძემ დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ხვიჩას “აიაქსში” ეთამაშა. თუმცა, მაშინდელი ტექნიკური დირექტორის მარკ ოვერმარსისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო და კვარაცხელია ნეაპოლის გზას დაადგა. ოვერმარსმა გადაწყვიტა არ მოეყვანა კვარაცხელია, რომელიც მაშინ რუსეთში თამაშობდა, რადგან “აიაქსში” ზედმეტი თავდამსხმელები არ სურდა. არველაძე ახლა თვლის, რომ მისი ამსტერდამში მიყვანა ძალიან რთული იქნება, […]
ესპანური გამოცემა fichajes.net-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის შემდეგი სეზონისთვის ლონდონის “ჩელსის” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. “ნეაპოლური კლუბის ქართველი ფეხბურთელი ის დიდი ვარსკვლავია, რომლის მოზიდვაც ტოდ ბოელის 600 მილიონიანი მარცხის შემდეგ სურს. “ჩელსი” ის გუნდია, რომელიც შეეცდება, რომ მიიყვანოს კვარაცხელია 2023/24 წლების სეზონის ლიდერობისთვის, როცა ევროპაში მათ თამაში არ […]
ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, ხვალ ,,ინტერთან” შეხვედრაში ითამაშებს. ინფორმაციას ,,ნაპოლის” ვებგვერდი ავრცელებს. კვარამ გუშინდელი ვარჯიში მსუბუქი ტრავმის გამო გამოტოვა და სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. სწორედ ამ მიზეზით იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ქართველ ფეხბურთელს მომავალი მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა. სერია A-ს 36-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,ინტერს” უმასპინძლებს, შეხვედრა ხვალ, 20:00 საათზეა ჩანიშნული. […]
33-წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა. “პარტენოპეის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც სერია A-ს სადებიუტო სეზონში 12 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით, იტალიურ მედიაში სპეკულაციები არ ცხრება. ერთ-ერთი უკანასკნელი ფაბრიციო რომანოა, რომელიც “ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. რომანომ კვარაცხელიას მიერ DAZN-თან […]
შეთანხმება შედგა – კრისტიანო ჯუნტოლი ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი გახდება
ადამიანი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერების განხორციელება, ისტორიის დაწერა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში რიგით მესამე სკუდეტოს მოგება მოახერხა, ნეაპოლურ კლუბს ტოვებს. ის, რაზეც საუბარი იტალიურ მედიაში მთელი წლის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიდიოდა, გაოფიციალურებასთან ძალიან ახლოსაა – კლუბის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ამ პოზიციას უკვე ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. Radio Marte-ს გადაცემა Forza […]