“კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ინსინიეს ჩანაცვლება”
დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა და კარგადაც წარმოაჩინდა თავი. ნეაპოლურმა გუნდმა “ანაუნი” 10:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი ტაიმი ჩაატარა და მაინც მოახერხა იტალიელი გულშემატკივრის განცვიფრება. 45 წუთში ხვიჩამ ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა: „კლუბი მთავარი გუნდის დაკომპლექტებაზე მუშაობს […]
“კვარაცხელია ისეთივე ვარსკვლავია, როგორიც მესი და ნეიმარი” – Gazzetta dello Sport
იტალიის თასზე განცდილი მარცხის გამო, “ნაპოლიმ” შურისძიება სერია A-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში შეძლო და “კრემონეზეს” 3 უპასუხო გოლი გაუტანა. “ნაპოლისა” და “კრემონეზეს” შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მატჩის 22-ე წუთზე, კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. “მადრიდელები კვარაცხელიას არ ივიწყებენ” – fichajes ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი ვარსკვლავის შესახებ, Gazzetta dello Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კვარაცხელია ლეო მესისა […]
“კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა” – იტალიური მედია
“ნაპოლის” სატრანსფერო ამბები, იტალიური მედიის სპეკულაციის მთავარი თემაა. სპორტული დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, “პარტენოპეის” ვარსკვლავების ჯერიც დადგა. Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლობოტკასა და რაჰმანისთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, “ნაპოლის” მესვეურები ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. წყაროს მტკიცებით, “ნაპოლი” კვარას შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობს და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. Corriere dello Sport-ის […]
“კვარაცხელია მსოფლიოს მწვერვალია” – ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი
გავლენიანი იტალიური გამოცემა “corriere dello sport” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელის – ჯოვანი გალეონეს სიტყვებს ციტირებს, რომელიც ქართველი ვარსკვლავით აღფრთოვანებას ვერ მალავს. “კვარაცხელიას გვერდით პაულო დიბალას რომ ეთამაშა, ქალაქი ჭკუიდან შეიშლებოდა”, – რთულია არ დაეთანხმო გალეონეს, რომელსაც სჯერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ნეაპოლიტანური კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. […]
“კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს – კლუბი მის შემცვლელს აკვირდება” – იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – პაოლო ბარჯიჯა, “ნაპოლის” სუპერვარსკვლავების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია “პარტენოპეის” დატოვებენ. ბარჯიჯას მტკიცებით, “ნაპოლი” კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელს უკვე აკვირდება. აღნიშნული განცხადება ბარჯიჯამ გადაცემა 7 Gold-ში სტუმრობისას გააკეთა. პაოლო ბარჯიჯა: “რამდენადაც ვხედავ, ვიქტორ ოსიმენი “ნაპოლისთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ვიცით, რომ სატრანსფერო ბაზარი უჩვეულოა და ხშირად სიურპრიზებს […]
“კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენისთვის იდეალური შენაძენი იქნება” – ESPN
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ევროპული ფეხბურთის წამყვანი კლუბები არაერთი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან. სატრანსფერო ციებ-ცხელების დაწყებამდე, მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას შესაძლო ტრანსფერები და ვარსკვლავებში გადახდილი კოლოსალური თანხები წარმოადგენს. ავტორიტეტული მედია საშუალება ESPN-ი იმ ვარსკვლავების სიას აქვეყნებს, რომლებიც გრანდებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ESPN-ის რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. […]
“კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელი არ არის” – იტალიელი ვეტერანი ქართველის შესახებ საუბრობს
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, როსარიო რიველინომ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ნეაპოლური ტელევიზიის ეთერში ერთ-ერთი ადგილობრივი ქომაგის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ 21 წლის ქართველი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. “ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია ტექნიკური თვალსაზრისით “ნაპოლის” შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელია. მას არავინ ჰგავს, ვულოცავ კრისტიანო ჯიუნტოლის და […]
“კვარაცხელია სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია” – ატალანტას მცველი
“ატალანტას” ამომავალი ვარსკვლავი – ჯორჯო სკალვინი, tuttomercato-ს ესაუბრა. ვრცელ ინტერვიუში, 19 წლის ცენტრალურმა მცველმა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია. ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლი ატალანტას წინააღმდეგ | VIDEO ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრის დროს, სკალვინიმ ქართველი ვარსკვლავის მიერ “ატალანტას” კარში გატანილი ფენომენალური გოლი გაიხსენა. “ის ჩემს საპირისპირო ფლანგზე თამაშობდა. კვარაცხელია […]
“კვარაცხელია სხვა დონის ფეხბუთელია” – ინგლისელი ფანები კვარას შესახებ!
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ლივერპულთან | VIDEO “კვარა კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ფეხბურთელი” – იურგენ კლოპი “აშკარად მხარზე შეეხო და ეს პენალტია” – მსაჯი კვარას ეპიზოდზე მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხის მიუხედავად, ნეაპოლიტანელებმა A-ჯგუფი […]
“კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია, რომელიც დიდებულ გუნდში თამაშობს” – ლუკა ლოჩოშვილი
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში, ქართული დაპირისპირება შედგება, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ავსტრიიდან იტალიაში გადასული ლოჩოშვილი “კრემონეზეს” ძირითად შემადგენლობაში თანდათან იმკვიდრებს თავს და ელიტაში ახლადაღზევებული კლუბის დაცვას აძლიერებს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ფენომენალური ასპარეზობით შეძლო და სრულიად მსოფლიო აალაპარაკა. “ეს შესაძლებელია” – ლივერპულს კვარაცხელიას შეძენას ურჩევენ ნაპოლის ფეხბურთელების ხელფასები | კვარა […]
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ნაპოლისა” და “მილანის” დაპირისპირება შედგება. “სან სიროზე” მოპოვებული გამარჯვების (1:0) მიუხედავად, საპასუხო შეხვედრაში, ფავორიტის სტატუსით ნეაპოლიტანური კლუბი სარგებლობს. UFC-ის ქართველი ვარსკვლავი – მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში იმყოფება, რათა “ნაპოლისა” და “მილანის” პრინციპულ მატჩს დაესწროს და ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივროს. Sportitalia-სთან საუბარში დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ქართველი ხალხის გმირია. “მე […]
“კვარაცხელია ხატავს ფეხბურთს” – La Gazzetta dello Sport
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, “აიაქსისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ამსტერდამში, ლეგენდარული “იოჰან კრუიფის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 1:6 დასრულდა. იტალიელი გულშემატკივრების რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ნაპოლიმ სტუმრად აიაქსი გაანადგურა ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აიაქსის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი აიაქსთან ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსს გაუტანა “აიაქსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, […]