რუსული მედია ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. Business Online-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა “რუბინი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს. უდიდესი ალბათობით, კვარაცხელია ყაზანურ კლუბიდან ზაფხულში წავა. წყაროს თქმით, რუსებს ახლა კონკრეტული შეთავაზება არც აქვთ. როგორც მოგეხსენებათ, თავად ხვიჩამ არაერთხელ აღნიშნა, რომ “რუბინის” დატოვების შემდეგ კარიერის გაგრძელებას ის მხოლოდ ევროპულ ჩემპიონატებში აპირებს. […]