მბაპე: “მაკრონს ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია”
კილიან მბაპემ განაცხადა, რომ “პსჟს”-თან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს გავლენა არ მოუხდენია. „ბევრი ვისაუბრე პრეზიდენტთან. მას სურდა, რომ “პსჟ”-ში დავრჩენილიყავი. ვხვდები, რომ ფეხბურთი შეიცვალა და ახლა მას საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რაც ძალიან გაუხარდა. არა, მაკრონი ჩემს არჩევანში არ ჩარეულა. მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილება იმიტომ არ […]
მბაპე: “მესი შთამბეჭდავია, მაგრამ მინდა რონალდუს მსგავსი კარიერა მქონდეს”
მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ თქვა, რომ სურს კარიერა ისე განავითაროს, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა. “ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილებას ლიონელ მესი ახდენს, რომელმაც “ბარსელონაში” ყველაფერი მოიგო, მაგრამ მისი მიბაძვა უკვე დაგვიანებულია, ასეთ შემთხვევაში “მონაკოში” უნდა დავრჩენილიყავი. სამაგიეროდ, შემიძლია, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ნაბიჯები გადავდგა და მოტივაციის წყაროდ მისი წარმატება გამოვიყენო. “მპაბე” მონაკოს აღზრდილია, 2017 წელს […]
მბაპე: “მესის საფრანგეთში სამარცხვინოდ ექცეოდნენ, ის დიდ პატივისცემას იმსახურებს…”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პსჟ”-ს ვარსკვლავმა – კილიან მბაპემ, ცნობილ ფრანგულ გამოცემა AFP-სთან მესისთან ურთიერთობაზე ისაუბრა. “ლეო ჩემი მეგობარია, ის პსჟ-ში ყოფნის პერიოდში ძალიან დამიმეგობრდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოგვიგო, იგი არ იმსახურებდა იმ ყველაფერს, რასაც ფრანგი გულშემატკივრებისგან იღებდა. თითქმის ყველა მატჩის მიმდინარეობისას მოედანზევე ვეუბნებოდი, რომ სირცხვილია ის ყველაფერი, რასაც ჩვენი გულშემატკივრები მას […]
მბაპე: “შოკირებული ვარ”
კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელი “იუნაიტედთან” შედეგით შოკირებულია, თუმცა “პსჟ”-ს დატოვებას არ აპირებს. “აქ სიტყვები არ არსებობს, გაოგნებული ვარ. გუნდი მატჩისთვის კარგად ემზადებოდა, თუმცა წარმატებას მაინც ვერ მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთი ასე არ მთავრდება. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ მაღალ საფეხურებს მივაღწიოთ. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო და ამ განწყობის […]
მბაპე: ,,202-ე, 203-ე და 204-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, რომელიც შაბათს პარიზული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (კილიანმა 201-ე გოლი გაიტანა და ედინსონ კავანის გადაუსწრო), მიუნხენის ,,ბაიერნთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,აქ იმიტომ ვთამაშობ, რომ ისტორია დავწერო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამის გაკეთება მინდოდა. საქმე ჯერ არ დამთავრებულა. გუნდური მიღწევები მაინტერესებს და არა – მხოლოდ ინდივიდუალური. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, […]
მბაპე: ,,გვინდოდა, საკუთარი თავისთვის ტიტულის დაცვის შანსი მიგვეცა”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ყახაზეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის გაფორმებაზე ისაუბრა: ,,ყველაზე მნიშვნელოვანი შესარჩევი ეტაპის დაძლევა იყო. გვინდოდა, რომ საკუთარი თავისთვის ტიტულის დაცვის შანსი მიგვეცა. მათთვისაც კი, ვინც უკვე მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, ამ ტურნირზე თამაში ნამდვილი ოცნებაა. გულშემატკივრებს ეს მოეწონათ, ჩვენც… პატივი ვეცით თამაშსა და მეტოქეს და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ,” […]
მბაპე: ,,თუ იტალიაში გადავალ, მხოლოდ მილანში ვითამაშებ”
ფიფას გუშინდელ დაჯილდოებაზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, იტალიელმა გულშემატკივარმა სერია A-ში გადასვლა სთხოვა, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა: ,,თუ იტალიაში გადავალ, მხოლოდ მილანში ვითამაშებ.” ფიფას გამოკითხვაში მბაპემ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩა. კილიანი, ასევე, გასული წლის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. მიმდინარე სეზონში 24 წლის […]
მბაპე: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა, პსჟ-ში დავრჩენილიყავი”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, გაიხსენა, რომ 2022 წლის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დაურეკა და პარიზულ კლუბში დარჩენაზე ესაუბრა: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა: ,,ვიცი, რომ წასვლა გინდა. უნდა გითხრა, რომ საფრანგეთსაც სჭირდები. არ მინდა, რომ წახვიდე. შესაძლებლობა გაქვს, რომ აქ ისტორია დაწერო, ყველას უყვარხარ.” მე კი ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებდი, ეს სიგიჟეა […]
მბაპე: ,,რეალის ფანების იმედგაცრუება მესმის, მაგრამ, იმედი მაქვს, ისინიც გამიგებენ”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, მადრიდის ,,რეალის” გულშემატკივრებს მიმართა: ,,რეალის ფანებს მადლობას ვუხდი. ამ კლუბის მაისური არასდროს მიტარებია, თუ არ ჩავთვლით პერიოდს, როცა 14 წლის ასაკში ვიცვამდი, მაგრამ ისინი ყოველთვის როგორც მათიანს, ისე მიღებდნენ. ასეთი დამოკიდებულებისთვის მადლობელი ვარ. რეალის ქომაგების იმედგაცურება მესმის, მაგრამ, იმედი მაქვს, ისინიც გამიგებენ – ჩემს ქვეყანაში დარჩენა მსურდა. მე ფრანგი […]
მბაპე ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს – ფრანგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
პსჟ-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე სამ კვირას იუქმებს. პარიზული გრანდის და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, 24 ივლისს, საფრანგეთის თასის ფინალში, “სენტ-ეტიენის” წინააღმდეგ (1:0), ფეხის ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. სამედიცინო შემოწმების შედეგები ცნობილი ცოტა ხანს გახდა, რომლის მიხედვითაც, 21 წლის ვარსკვლავი მოედანზე გასვლას სულ მცირე 3 კვირა და შესაძლოა […]
მბაპემ “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა (ვიდეო)
კილიან მბაპემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მესისა და რონალდუს მსგავსი კარიერის ქონაზე ოცნებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ფრანგი დიეგო მარადონასთან შედარებასაც ცდილობს… საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში, სადაც “პსჟ-მ” “რეიმსი” (3:0) დაამარცხა, 21 წლის თავდამსხმელმა “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ნეიმარისგან მიიღო და მეკარესთან შეჯახების შემდეგ ის კარში […]
მბაპემ ალბას ესპანურად მიმართა: “მე შენ მოგკლავ”
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, “ბარსელონასა” და “პსჟ”-ს შორის გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ერთმანეთთან კილიან მბაპესა და ჟორდი ალბას მოუვიდათ. პარიზელთა ლიდერმა “ბარსელონას” ფეხბურთელს მოულოდნელად ესპანურად მიმართა. თავდაპირველად მბაპემ დესტს უთხრა, რომ აღარ შეხებოდა, რაზეც ჟორდი ალბა თანაგუნდელს გამოექომაგა: “შენს თავზე ძალიან ბევრს იღებ.” სწორედ ამის შემდეგ დაილაპარაკა კილიანმა ესპანურად: “ქუჩაში რომ შემხვდე, […]