საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, რომელიც პოლონეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, შეხვედრის შემდეგ ინტერვიუზე კვლავ უარი განაცხადა. პირველი უარის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, მეორე შემთხვევაში კი 10 200 ევროთი დაჯარიმდა. 23 წლის ფეხბურთელმა განმართა, თუ რატომ არ აკეთებს მედიასთან კომენტარს. “ხალხი მეკითხება, რატომ არ ვჩნდები მედიის წინაშე. არანაირი პირადი მიზეზი არ […]