,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. კილიანს ,,პსჟ-სთან” ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც მოიცავს. L’Equipe-ს ცნობით, მბაპემ პარიზულ კლუბს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ფეხბურთელი ამ პუნქტის გააქტიურებას არ აპირებს. ასეთ შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ ,,პსჟ-მ” კილიანი […]