მისაბაძი ადამიანი და კუმირი – საფეხბურთო ვარსკვლავები კრიშტიანუ რონალდუს შესახებ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს არაერთი ცნობილი მოთამაშე აღმერთებს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კარიერის განმავლობაში 5 ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ლა ლიგის, იტალიის სერია ა-ს და ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულები მოიპოვა. იგი ასევე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და ამ ჩემპიონობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მიუძღვის, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ტრავმის გამო პირველ […]
კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი (ფოტო)
UEFA-ს ერთა ლიგის A-დივიზიონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში საფრანგეთი პორტუგალიას დაუპირისპირდა. “სტად დე ფრანსზე” გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავებმა, სოციალურ ქსელებში კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშის ამსახველი ფოტოები განათავსეს.
მესი და რონალდუ სამეულს მიღმა დარჩნენ – ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის ათეული
1 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 2019/20 წლების ევროპული სეზონის დაჯილდოება და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების წილისყრა გაიმართა. დაჯილდოებაზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინეს. მამაკაცთა შორის პრიზების უმეტესობა მიუნხენის “ბაიერნმა” დაისაკუთრა. გამარჯვებულთა შორის, შესაბამისად, მანუელ ნოიერი, ჯოშუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰანს დიტერ ფლიკი მოხვდნენ. […]
Eurosport: რეალი მბაპეს 2021 წელს შეიძენს
კილიან მბაპე მადრიდის “რეალის” წევრი 2021 წელს გახდება – აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსკლუზიურ ინფორმაციას Eurosport-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგ ფეხბურთელს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 21 წლის ფეხბურთელმა უკვე დააფიქსირა, რომ პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რაც ფინანსური თვალსაზრისით, “პსჟ-სთვის” თავსატეხს წარმოადგენს. 2018 წელს, მბაპეს სანაცვლოდ, პარიზელებმა €145 მილიონი გადაიხადეს და მისი გაყიდვის […]
მბაპე მზადაა “პსჟ” დატოვოს
კილიან მბაპემ “პსჟ”-ს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბის დატოვება სურს და კარიერის სხვა ადგილას გაგრძელებას აპირებს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი თითქოსდა კლოპის “ლივერპულის” თამაშის თაყავნისმცემელია, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მბაპე “პსჟ”-ს პრემიერ ლიგაში გადასასვლელად დატოვებს. ასევე სავარაუდოა ლა ლიგის ვარიანტი. The Times-ის ცნობით კილიან მბაპე “პსჟ”-დან წასვლას შემდეგ ზაფხულს ეცდება. “პსჟ”-თან კონტრაქტი თავდამსხმელს 2022 […]
მადრიდის “რეალი” 2021 წელს სამი მსხვილი ტრანსფერით “გალაქტიკოსის” ერის აღდგენას აპირებს
მომდევნო წლის ზაფხულში “მადრიდის რეალი” სამ მნიშვნელოვან ტრანსფერს გეგმავს. მადრიდელთა სამიზნე კილიან მბაპე, ედუარდო კამავინგა და დაიოტ უპამეკანო იქნებიან. ამ ზაფხულს “რეალმა” კორონავირუსის გამო თანხების გამომუშავება ვერ მოახერხა. თუმცა მადრიდელებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შეადგინეს სატრანსფერო გეგმა, რომელიც “პსჟ”-ს სუპერვარსკვლავის – მბაპეს ტრანსფერსაც მოიცავს. ზიდანის სატრანსფერო გეგმებში შედის ასევე “ლაიფციგიდან” უპამეკანოს და “რენიდან” კამავინგას გადმობირება. ესპანური […]
გრიზმანი: “ჩემსა და მესის შორის ხდება ის, რაც მბაპესთან ხდებოდა”
“ბარსელონას” თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს იმედი აქვს, რომ კატალონიური კლუბის კაპიტან ლიონელ მესისთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. “ლეოსთან ჩემი ურთიერთობა იმ ურთიერთობის მსგავსია, რომელიც თავდაპირველად მე და მბაპეს გვქონდა. მე და კილიანს პრობლემები გვქონდა და მათ გამოსწორებას საკმაო დრო დასჭირდა. ასე იქნება მესის შემთხვევაშიც”, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების ლიდერი. გრიზმანი “ბლაუგრანაში” 2019 წლის ზაფხულში მადრიდის “ატლეტიკოდან” გადავიდა. სატრანსფერო […]
მბაპეს შესანიშნავი გოლი შვედეთის კარში (ვიდეო)
ტომას ტუხელი: “ბაიერნი ფენომენალურ ფორმაშია, მათ უფრო დიდი გამოცდილებაც აქვთ”
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრის წინ, “პსჟ-ს” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მოლოდინების, განწყობის და საკუთარი გუნდის მზადების შესახებ ისაუბრა. “ამ დროისთვის “ბაიერნი” ფენომენალურ ფორმაშია. ეს არის ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავი, რომლებიც მშივრები არიან და ტურნირის მოგება სწყურიათ. ბევრს ვლაპარაკობ კეილორ ნავასთან, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან, ასევე გვყავს ანხელ დი მარია და ნეიმარი, რომლებმაც […]
მოურინიო: “მბაპე მომწონს, მაგრამ ოქროს ბურთისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “პსჟ-ს” თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. “ფეხბურთელმა ოქროს ბურთი არ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი წარმატებული არ არის. მე რომ ამ პრიზის მეპატრონე ვიყო, მხოლოდ იმ მოთამაშეებს დავაჯილდოებდი, ვინც გუნდთან ერთად რაღაცას მიაღწია. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ კილიან მბაპე ოქროს ბურთის […]
მბაპე ატალანტასთან მატჩამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობს (ვიდეო)
პსჟ-ს მწვრთნელიც დაემტვრა – ტუხელმა ფეხი მოიტეხა
“პარის სენ-ჟერმენში” ტრავმიანობის პრობლემა ისედაც არ ასვენებდათ, ახლა კი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს საკმაოდ საინტერესო და უცნაური რამ შეემთხვა. კილიან მბაპეს, მარკო ვერატის, ტილო კერერის და ლავინ კურზავას შემდეგ, ტრავმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მიიღო. თანაც საკმაოდ სერიოზული: გერმანელმა სპეციალისტმა ვარჯიშში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა და ფეხი მოიტეხა. “პსჟ-ს”, რომელმაც ლიგა 1 და საფრანგეთის თასი უკვე მოიგო, […]