ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, “ნაპოლის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ისტორიაში შევიდა. “ზალცბურგის” ახალგაზრდა შემტევმა, ჩემპიონთა ლიგის სეზონში, თინეიჯერებს შორის ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო – “ნაპოლის” კარის აღების შემდეგ, ჰოლანდის აქტივში 7 გოლი დაგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. 1995/96 წლების სეზონში, რაულმა 6 გოლის გატანა შეძლო. იგივე მაჩვენებელი […]
ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არჩევანი მესის და რონალდუს შორის გააკეთეს
მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება რომელია უკეთესი ფეხბურთელი, რონალდუ თუ მესი. ამ თემაზე კამათი ყოველთვის მიდის და საბოლოოდ ვერავინ თანხმდება. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების და მწვრთნელების არჩევანს რონალდუს და მესის შორის. დიეგო მარადონა – მესი მარადონას, კრიშტიანუ ძალიან უყვარს, მაგრამ მისი პატრიოტიზმი არ აძლევს საშუალებას, რომ პორტუგალიელი აირჩიოს. – “არ მახსენდება, რომ მესის ცუდად ეთამაშოს. […]
ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“პსჟ-ს” თავდამსხმელმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორისაც მეკარე არ არის. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ხუთეულში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”/საფრანგეთი), ლიონელ მესი (“ბარსელონა”/არგენტინა), ლუის სუარესი (მადრიდის “ატლეტიკო”/ურუგვაი), კილიან მბაპე (“პსჟ”/საფრანგეთი), ედენ აზარი (მადრიდის “რეალი”/ბელგია). 28 წლის ფეხბურთელმა ასევე ის ხუთი მოთამაშე გამოყო, ვისაც კარიერა უკვე დასრულებული აქვს: ჩავი ერნანდესი (ესპანეთი), ფრენკ ლამპარდი, […]
პელე: “მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს”
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ “პარი სენ-ჟერმენის” 22 წლის სუპერვარსკვლავის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შეუძლია ფეხბურთის მეფის მემკვიდრე გახდეს. მიმდინარე სეზონში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს. 22 წლის შემტევს გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “კამპ ნოუზე”, სადაც ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ანდრეი შევჩენკოს შემდეგ მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კამპ ნოუზე […]
FIFA 22-ის გარეკანზე კილიან მბაპე იქნება | PHOTO
EA Sports-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ FIFA 22-ის გარეკანზე წელსაც კილიან მბაპე იქნება. ფრანგი ფეხბურთელი საფეხბურთო ვიდეოთამაშის სახე ზედიზედ მეორე წელს იქნება. “პსჟ”-ს 22 წლის თავდამსხმელი არის პირველი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელიც FIFA-ს ზედიზედ ორი გამოშვების გარეკანზე იქნება გამოსახული. როგორც ცნობილია, FIFA 22 კონსოლებზე 20-27 სექტემბერს ჩაეშვება. EA Sports-ი სიმულატორის თრეილერს 11 ივლისს წარადგენს. Honoured to […]
მბაპემ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა | VIDEO
პსჟ-ს მორიგი ფენომენალური შეთავაზება მბაპეს
კილიან მბაპეს სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავის შესახებ, ფრანგულ და ესპანურ მედია საშუალებებში სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. სპორტულ ტაბლოიდებში გავრცელებული უკანასკნელი ცნობების თანახმად, პარიზული გრანდის მესვეურები მბაპეს შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, “პარი სენ-ჟერმენმა” ვარსკვლავს ფენომენალური შეთავაზება გაუკეთა. იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე პარიზელთა შეთავაზებას დათანხმდება, ანაზღაურების სახით თვეში 4 მილიონ […]
მბაპე: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა, პსჟ-ში დავრჩენილიყავი”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, გაიხსენა, რომ 2022 წლის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დაურეკა და პარიზულ კლუბში დარჩენაზე ესაუბრა: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა: ,,ვიცი, რომ წასვლა გინდა. უნდა გითხრა, რომ საფრანგეთსაც სჭირდები. არ მინდა, რომ წახვიდე. შესაძლებლობა გაქვს, რომ აქ ისტორია დაწერო, ყველას უყვარხარ.” მე კი ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებდი, ეს სიგიჟეა […]
მბაპეს ვიცე-კაპიტნობის გადაწყვეტილებამ კიმპემბე უკმაყოფილო დატოვა
“პაის დე კასელთან” მოგებულ შეხვედრაში, მარკინიოსის არ ყოფნისას, გუნდს კილიან მბაპემ უკაპიტნა. აქამდე, ბრაზილიელი კაპიტნის არ ყოფნის შემთხვევაში, გუნდს პრენსელ კიმპემბე ან მარკო ვერატი ლიდერობდნენ. (კიმპემბე ვიცე-კაპიტანი იყო). მატჩის შემდეგ, რომელშიც მბაპემ 5 გოლი გაიტანა, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ კილიანი ზაფხულიდან ვიცე-კაპიტანი იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ, კიმპემბემ სოციალურ ქსელში უკმაყოფილება არ დამალა […]
მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე: ,,შეიძლება, მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ჯადოქარი არ ვარ”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, ჰკითხეს, რატომ ვერ შეძლო მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება: ,,არ ვიცი, პსჟ-ს ლიგის მოგებისთვის რა აკლდება, ეს კითხვა მე არ მეხება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ეს უნდა ჰკითხოთ ადამიანებს, რომლებიც ამ გუნდს აშენებენ. მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. გასულ სეზონში დაახლოებით 40 გოლი […]
კილიან მბაპე – ფინტები, გოლები და გაბითურებული მოწინააღმდეგეები (ვიდეო)
მბაპეს მამა: “ეს უკვე შემაწუხებელია”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პსჟ”-ს ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მამამ, ვილფრიდ მბაპემ შვილის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელის მამის განცხადებით, ის მედიაში გავრცელებულ ყველა ჭორს კითხულობს და ამ ყველაფრით დაიღალა. “ყოველთვის ვკითხულობ, რომ კილიანის შეძენა “რეალსა” და სხვა გუნდებს სურთ, ეს კი ძალიან შემაწუხებელია. მართალია, რომ ჩემი შვილი საჯარო ადამიანია, თუმცა ჩვენს ოჯახს მოსვენება სჭირდება,” – თქვა მბაპეს […]