კილიან მბაპეს პირველი კომენტარი ბარსელონასთან ჰეთ-თრიქის შემდეგ
“პსჟ-ს” ფორვარდმა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “ბარსელონას” წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის ავტორმა, კილიან მბაპემ, კამპ ნოუზე, თავისი კლუბის გამარჯვების შესახებ კომენტარი გააკეთა. “ყოველთვის მინდოდა დავხმარებოდი “პსჟ”- ს, რამდენადაც შემეძლო. ეს მაისური ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ზოგჯერ ეს არ გამოდის, შესაძლოა, მომავალში ცუდი მატჩებიც ჩავატარო, მაგრამ შეცდომებს არასდროს გავექცევი და დავმალავ“, – თქვა ფრანგმა თავდამსხმელმა. 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე […]
როტენი: მბაპეს რეალში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია
კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე, ჟერომ როტენმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “პსჟ”-ს ყოფილმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მბაპე პარიზულ გრანდთან ახალ კონტრაქტს აღარ მოაწერს ხელს. “კლუბთან დაახლოებული პირებისგან ვიცი, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერი პრაქტიკულად მოგვარებული იყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრანსფერი შესაძლოა გადაიდოს მაგრამ მბაპეს “რეალში” გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. ახლა ყველაფერი “სამეფო კლუბსა” და მბაპეზეა დამოკიდებული. “პარი […]
პსჟ-მ 2019/20 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა
პარიზულმა გრანდმა 2019/20 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა.
ბექემს მბაპესთან თანამშრომლობა სურს
ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექემს, “პსჟ-სა” და საფრანგეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის კილიან მბაპეს აგენტობა სურს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედის”, მადრიდის “რეალის” “მილანის” და ინგლისის ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა სააგენტო დააფუძნა, სადაც “ოქროს ბიჭუნას” გაწევრიანებას აპირებს. ბექემს სურს, რომ კილიან მბაპე მისი პირველი მომხმარებელი იყოს. ინგლისელი თვლის, რომ მბაპესთან თანამშრომლობამ შეიძლება მის კომპანიას კარგი მოგება […]
კილიან მბაპეს კიდევ ერთი მიღწევა
როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “პსჟ-მ” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერი” 2:0 დაამარცხა. გოლები პრესნელ კიმპემბესა და კილიან მბაპეს ანგარიშზეა. ამ გოლით კილიან მბაპე გახდა ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ პირველ სამ მატჩში შეძლო გოლების გატანა. ადრე მსგავსი შედეგი ედინ ჯეკომ და ლუის ენრიკემ დააფიქსირეს.
კოვაჩი: “მბაპეს შეჩერება ურთულესი იქნება”
ლიგა 1-ის 26-ე ტურში ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “მონაკო” დაუპირისპირდებიან. “მონაკოს” 49 წლის ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა “პსჟ”-სა და კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მბაპეს შეჩერება შეუსრულებელ მისიას წარმოადგენს. “პარი სენ-ჟერმენის” 22 წლის სუპერვრასკვლავი კილიან მბაპე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ფრანგმა თავდამსხმელმა სტატუსი, რომ ის ახლა ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია, “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ […]
კილიან მბაპე პსჟ-ს ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენმა” “ბარსელონა” კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქისა და მოიზე კინის გოლებით (4:1) დაამარცხა. ფრანგი ტალანტისთვის, რომელსაც კამპ ნოუზე ბენეფისი ჰქონდა, სტატისტიკურად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა. გარდა იმისა, რომ ანდრეი შევჩენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კამპ ნოუზე, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 3 ბურთის შეგდება მოახერხა, ინდივიდუალური პარიზული მონაცემებიც გაიმყარა. “ბარსას” […]
მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა
EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, […]
ჰოლანდი მბაპეს რეკორდს მიუახლოვდა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბორუსიამ” სტუმრად “სევილია” 2:3 დაამარცხა და საპასუხო მატჩამდე სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. დორტმუნდელთა რიგებში კვლავ საოცრად გამოიყურება ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. “სევილიას” კარში გატანილი გოლებით ნორვეგიელი თავდამსხმელი კილიან მბაპეს რეკორდს მიუახლოვდა. “პსჟ”-ს ფრანგ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 19 გოლი აქვს გატანილი. ახლა კი, ერლინგის ანგარიშზე 18 […]
ზაფხულში რეალი მბაპესა და ჰოლანდის გაფორმებას აპირებს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,რეალის” მიზანი კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის გაფორმება იქნება. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი ,,სამეფო გუნდს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ნორვეგიელისთვის ბრძოლაში კი მადრიდულ გრანდს არაერთი კონკურენტი ეყოლება, მათ შორის ,,ბარსელონა”, ,,მანჩესტერ სიტი”, ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,პარი სენ ჟერმენი” არიან. რამდენიმე დღის წინ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ჰოლანდმა, რომელიც […]
‘ოპერაცია მბაპე’ – მადრიდის რეალი სამ ფეხბურთელს შეელევა
ესპანური მედია იუწყება, რომ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იქნება. საამისოდ, “სამეფო კლუბს” ფინანსების მობილიზება დასჭირდება, რისთვისაც AS-ის ინფორმაციით, სამი ფეხბურთელის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი. “ოპერაცია მბაპეს” განსახორციელებლად, ზინედინ ზიდანის გუნდი გარეთ ბეილთან, მარსელოსთან და ლუკა იოვიჩთან განშორებას აპირებს. შედეგად, მადრიდელები თავს 135 მილიონ ევროს მოუყრიან. ესპანური მედია იტყობინება, წამსვლელთა სიაში […]
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი 10 თებერვალს “კაენთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება. ნეიმარის არყოფნაში ლიდერის ფუნქციები მთლიანად საკუთარ თავზე აიღო კილინ მბაპემ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში “კამპ ნოუზე” კარიერაში ერთ-ერთი გამოურჩეული მატჩი ჩაატარა, ბრწყინვალედ ითამაშა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ნეიმარის არყოფნაში მბაპე შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან შედეგიან თამაშს აჩვენებს. გაისმა […]