,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,კილიანმა ყველაფერი სწორად გააკეთა. ყოველთვის ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა, გასულ კვირას კი ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მბაპე მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა, მას კონცენტრაციისთვის შესაფერისი სიმშვიდე სჭირდებოდა,” – […]
პოჩეტინო: ,,გულშემატკივრების მხრიდან მბაპეს მისამართით სტვენა არ გამიგია”
,,სტრასბურთან” საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრის წინ, ,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებმა კილიან მბაპეს გვარის გამოცხადებისას დაუსტვინეს. ფრანგულ პრესაში ეს გავრცელებული ჭორებით ახსნეს – ბოლო დროს ხშირად იწერება, რომ კილიანს პარიზული კლუბიდან წასვლა სურს. გუშინდელ ინციდენტზე ,,პსჟ-ის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა: ,,სტვენა არ გამიგია… მბაპეთი ძალიან კმაყოფილი ვარ, ის მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რისი გაკეთებაც […]
პოჩეტინომ მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს თქმით, კილიან მბაპეს ,,მეცთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ,,მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის გამოტოვება არ ემუქრება: ,,მბაპემ ბარძაყი დაიზიანა. ვიმედოვნებ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დაზიანებაც კი შეიძლება, მტკივნეული იყოს, კილიანი ცვლილების დროს მშვიდად გამოიყურებოდა. არ ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს მის თამაშს (სიტისთან დაპირისპირებაში) საფრთხე ემუქრება,” – […]
პოჩეტინოს დიდი ცვლილებები პარიზში: თანამემამულეები მბაპეს და ნეიმარის ნაცვლად?
ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შეელიოს. AS-ის ცნობით პარიზელების მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს სურს, რომ გუნდში ორი თანამემამულე შემტევი, ლეო მესი და სერხიო აგუერო მიიყვანოს. ამრიგად, 22 წლის ფრანგის ადგილი პარიზულ კლუბში აღარ რჩება. ამავე დროს, ვარსკვლავური შემტევების დამატების შემთხვევაში, “პსჟ-ს” სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე ზრუნვაც […]
პრევიუ: ბარსელონა – პსჟ
დრო: 16 თებერვალი, სამშაბათი, 23:59 საათი სტადიონი: კამპ ნოუ (ბარსელონა, ესპანეთი) მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდელი, 47 წლის) უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის პლეი-ოფს უკვე ტრადიციად ქცეული ესპანურ-ფრანგული დაპირისპირება გახსნის. ერთმანეთის წინააღმდეგ ის ორი ტიტულოვანი კლუბი წარდგება, რომელთა უკანასკნელი დაპირისპირებაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის სახელით ჩაიწერა. სატურნირო მდგომარეობა მერვედფინალებამდე გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით […]
პსჟ კილიან მბაპეს 150 მილიონ ევროდ აფასებს
,,პარი სენ ჟერმენი” კილიან მბაპეს ტრანსფერში 150 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზში ფეხბურთელის ამ ზაფხულშივე გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ, რათა კილიანმა მომავალ წელს გუნდი, თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ არ დატოვოს. გუშინ ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ მბაპემ ,,პსჟ-ს” კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, თუმცა დღეს ფეხბურთელმა გავრცელებული ინფორმაცია თავად უარყო. გასულ […]
პსჟ ლიდერების გარეშე დარჩა
25 აგვისტოს საფრანგეთის ჩემპიონატში ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “ტულუზა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დედაქალაქელების სასარგებლოდ, ანგარიშით – 4:0 დასრულდა. პარიზელებისათვის აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ საზიანო აღმოჩნდა, ვინაიდან გუნდის ორმა მთავარმა შემოქმედმა – კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ ტრავმა მიიღეს. კავანი შეხვედრის მე-14 წუთზე იქნა მოედნიდან გაყვანილი, ხოლო მბაპე 66-ზე. ფეხბურთელების ტრავმების სირთულესთან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის ინფორმაცია არ გავრცელებულა, […]
პსჟ მბაპეს გაუგონარ ხელფასს სთავაზობს
საფრანგეთის ჩემპიონი, “პარი სენ-ჟერმენი” გუნდის ლიდერს, კილიან მბაპეს კოლოსალურ ხელფასს სთავაზობს.
პსჟ მბაპეს სატრანსფერო ღირებულებას ასახელებს
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, შესაბამისად შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. ამჯერად, საქმე ყველაზე ხმაურიან შესაძლო ტრანსფერს – კილიან მბაპეს “რეალში” გადასვლას ეხება, რომელმაც ფაქტობრივად მთელი სპორტული სამყარო აალაპარაკა. მადრიდელებმა პარიზელებს მბაპეს სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ფრანგებისგან სწრაფი უარი მიიღეს. “ჩვენს კლუბს მბაპე 160 მილიონ ევროზე […]
პსჟ მბაპეს შემცვლელად რონალდუს განიხილავს
როგორც ჩანს, კილიან მბაპეს კარიერა “პსჟ”-ში კიდევ დიდი ხნით არ გაგრძელდება. ფრანგ ფეხბურთელს კლუბის შეცვლა სურს, პარიზელებმა კი მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს, 21 წლის ფრანგი თავდამსხმელის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, “პსჟ” კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ მბაპეს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება, მის გადასაბირებლად კი მადრიდის “რეალი” დიდი […]
პსჟ მზადაა – პარიზელები მბაპეს გაყიდიან
როგორც ჩანს, “პსჟ” შეეგუა იმ ფაქტს, რომ კილიან მბაპეს პარიზული გუნდის დატოვება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგები მზად არიან, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, კილიანის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადონ. როგორც იცით, მბაპეს მიმართ ინტერესს დიდი ხანია გამოთქვამს “რეალ მადრიდი”. თავად 22 წლის თავდამსხმელის სურვილია, რომ კარიერა სწორედ ესპანურ გრანდში გააგრძელოს. “პსჟ” ცდილობდა, რომ მბაპე ახალ […]