შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპემ უკაპიტნოს
როგორც მოგეხსენებათ, უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტოტენჰემის“ მეკარემ თავად დაადასტურა. უგომ საფრანგეთის ნაკრებში 145-ჯერ ითამაშა და „მამლების“ ისტორიაში, ყველაზე მეტი ჩატარებული თამაშით, რეკორდსმენიც გახდა. მოგეხსენებათ, დიდიე დეშამის ნაკრებს სწორედ ლორისი კაპიტნობდა და მისი წასვლით ეს ადგილი ვაკანტური გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ახალი კაპიტანი “პსჟ-ს” შემტევი და საფრანგეთის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე […]
ჩუამენი: “მბაპემ პსჟ-ში თამაში შემომთავაზა მაგრამ მე რეალი ავირჩიე”
მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა, აურელინ ჩუამენმა განაცხადა, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ მას პარიზულ კლუბში თამაში შესთავაზა. “მქონდა შანსი ამერჩია სხვა კლუბები, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ “რეალს” ჩემი შეძენა სურდა, აღარ მიყოყმანია მბაპე მესაუბრა და მკითხა, შემეძლო თუ არა კონტრაქტი “პსჟ”-სთან გამეფორმებინა. თუმცა, კილიანს ვუთხარი, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლა მინდოდა და ჩემი არჩევანი ყოველთვის მადრიდი […]
ცვლილებები საფრანგეთის ნაკრებში: ვარანის გარეშე და ახალი კაპიტნით
მსოფლიოს ვიცე და ექს-ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში საგრძნობი ცვლილებები იგეგმება. კონკრეტულად, ევროპული სპორტული მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ გუნდს ცენტრალური მცველი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მცველი, რაფაელ ვარანი დატოვებს. 29 წლის ფეხბურთელი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. “მანჩესტერ იუნაიტედის” უკანახაზელის აქტივში ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 93 მატჩში 5 გატანილი გოლი, 1 საგოლე პასი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია. […]
ხესე: ,,საფრანგეთის პრეზიდენტი მბაპეს ვერ ეტყვის – არ წახვიდე რეალში! აქ უნდა დარჩე”
მადრიდის ,,რეალისა” და ,,პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხესემ, კილიან მბაპეს ,,სამეფო გუნდში” შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა: ,,საფრანგეთის პრეზიდენტი მბაპეს ვერ ეტყვის: ,,არ წახვიდე! აქ უნდა დარჩე.” მეჩვენება, რომ კილიანი გადაწყვეტილების მიღებისას, უფრო პიროვნულ ზეწოლას გრძნობდა, ვიდრე პროფესიულს… მან მითხრა, რომ მადრიდის ,,რეალში” გადასვლას აპირებდა,” – ხესეს სიტყვებს AS-ი ციტირებს. მიუხედავად იმისა, რომ მბაპემ ,,პსჟ-სთან” ხელშეკრულება […]
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბიჭუნას 60 კანდიდატს შორის მოხვდა
ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბიჭუნასთვის 2021 წელს გამარჯვებისთვის მებრძოლ კანდიდატთა სია 60-მდე შემცირა. მსოფლიოს 60 ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს შორის, რომლებიც ე.წ ახალგაზრდული ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლისთვის ხმის მიცემაც მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი. წლების განმავლობაში, აღნიშნული ტიტული ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც ლიონელ მესი, კილიან მბაპე, სერხიო […]
ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ევროპაში
ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესია. საინტერესო ფაქტია, რომ ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუზე ორჯერ მეტს გამოიმუშავებს. იანვარში ესპანურმა გამოცემამ El Mundo-მ მესისა და “ბარსელონას” შორის 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. საქმე რეალურად გასაოცარ ციფრებთან გვაქვს. L’Equipe-ის ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” კაპიტნის ანაზღაურება კვირაში 2,1 მილიონი ფუნტი სტერლინგია, რაც წელიწადში 108,2 მილიონ ფუნტ […]
ჯიბრილ სისე: “მბაპეს ლივერპულის მსოფლიოში საუკეთესო გუნდად გადაქცევა შეუძლია”
“ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ ჯიბრილ სისემ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა, სისე “ლივერპულს” მბაპეს შეძენისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავს “წითლების” მსოფლიოში საუკეთესო გუნდად გადაქცევა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე “ლივერპულს” ადრეც დაუკავშირეს და იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი სუპერვარსკვლავი “პსჟ”-ს დატოვებს, “ლივერპული” მბაპესთვის ბრძოლაში შესაძლოა ერთ-ერთი ფავორიტი იყოს. ასევე ცნობილია, რომ თავად მბაპეც სიმპატიითა განწყობილი “ლივერპულის” […]
ჰოლანდი და მბაპე – დღევანდელი ეპოქის მესი და რონალდუ?
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებში ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა და კილიან მპაპემ ბრწყინვალე მატჩები ჩაატარეს – დღეს ყველა ახალგაზრდა ვარსკვლავების პერფორმანსზე ლაპარაკობს, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ კი დროებით ჩრდილში გადაინაცვლეს. უდავო ფაქტია, რომ თითმის მთელი კარიერის განმავლობაში, 33 წლის მესი და 36 წლის რონალდუ მსოფლიო საფეხბურთო სცენაზე პირველობას არავის უთმობდნენ: 2007 წლიდან 2018 წლამდე, მსოფლიოს საუკეთესო […]
ჰოლანდი მბაპეს რეკორდს მიუახლოვდა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბორუსიამ” სტუმრად “სევილია” 2:3 დაამარცხა და საპასუხო მატჩამდე სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. დორტმუნდელთა რიგებში კვლავ საოცრად გამოიყურება ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. “სევილიას” კარში გატანილი გოლებით ნორვეგიელი თავდამსხმელი კილიან მბაპეს რეკორდს მიუახლოვდა. “პსჟ”-ს ფრანგ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 19 გოლი აქვს გატანილი. ახლა კი, ერლინგის ანგარიშზე 18 […]
ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, “ნაპოლის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ისტორიაში შევიდა. “ზალცბურგის” ახალგაზრდა შემტევმა, ჩემპიონთა ლიგის სეზონში, თინეიჯერებს შორის ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო – “ნაპოლის” კარის აღების შემდეგ, ჰოლანდის აქტივში 7 გოლი დაგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. 1995/96 წლების სეზონში, რაულმა 6 გოლის გატანა შეძლო. იგივე მაჩვენებელი […]
ჰოლანდი, მბაპე, ფელიში და სხვები: ოქროს ბურთის პოტენციურ გამარჯვებულთა შანსები
2021 წლის ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო კვირის გმირებად თანამედროვე ფეხბურთის ორი ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე იქცნენ. ალბათ სიმბოლურია, რომ ნორვეგიელმა “სევილიას” კარში შესრულებული დუბლით, ხოლო ფრანგმა “ბარსელონასთან” გაფორმებული ჰეთ-თრიქით ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუ დაჩრდილეს, რომლებმაც ამავე კვირში ითამაშეს, თუმცა ღირებული არაფერი შეუქმნიათ… ნათელია, რომ უახლოესი ათლწეულის და იქნებ კიდევ უფრო მეტი […]
ჰოლანდი: “მინდა, ბომბარდირების სათავეში ვიყო”
ერლინგ ჰოლანდი, რომელიც საფეხბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, “პსჟ-სთან” დუბლის შემდეგ კომენტარს აკეთებს. “მინდა, რომ საუკეთესო ბომბარდირების სიაში პირველ ადგილზე ვიყო. მეორე გოლისას ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ გავაცნობიერე მომენტი და დავარტყი. ეს ფანტასტიკა იყო”,-თქვა ნორვეგიელმა. “დორტმუნდმა” პარი სენ-ჟერმენს 2:1 მოუგო. საპასუხო მატჩი “პარკ დე პრენსზე“, 12 მარტს შედგება.