ევროპული ფეხბურთის მოყვარულების მთავარი ყურადღება ევრო 2020-სკენაა მიპყრობილი, რომელიც საკუთარი მიმდინარეობით საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, შედგა საპლეიოფო წყვილები, რომელთა დაპირისპირება რიგ შემთხვევებში მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები, შვეიცარიის წინააღმდეგ დრამატულ შეხვედრაში, პენალტების სერიის შემდეგ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 10 შესრულებული პენალტიდან, მხოლოდ ერთი გაცუდდა, რომელიც კილიან მპაბეს მიერ […]