პსჟ-ს მორიგი ფენომენალური შეთავაზება მბაპეს
კილიან მბაპეს სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავის შესახებ, ფრანგულ და ესპანურ მედია საშუალებებში სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. სპორტულ ტაბლოიდებში გავრცელებული უკანასკნელი ცნობების თანახმად, პარიზული გრანდის მესვეურები მბაპეს შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, “პარი სენ-ჟერმენმა” ვარსკვლავს ფენომენალური შეთავაზება გაუკეთა. იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე პარიზელთა შეთავაზებას დათანხმდება, ანაზღაურების სახით თვეში 4 მილიონ […]
მადრიდის მერმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ, ,,პარი სენ ჟერმენის” ყატარელ მფლობელთან, ჰამად ბინ ხალიფა ალ თანისთან შეხვედრის შემდეგ, კილიან მბაპეს ,,რეალში” შესაძლო გადასვლაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა: ,,მბაპე? მან მითხრა, რომ ატლეტიკოში გადადის,” – მარტინეს-ალმეიდას სიტყვებს Marca ციტირებს. კილიან მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდის ,,რეალთან” ხელშეკრულების […]
GOAL.COM | რეალი მბაპეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წარადგენს
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემის, Goal.com-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ “სამეფო კლუბთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი დახურულია. დარჩენილია მხოლოდ ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის წარდგენის ცერემონიალი და “სამეფო კლუბის” მხრიდან ტრანსფერის გაოფიციალურება, რომელსაც მადრიდის “რეალი”, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაადასტურებს. როგორც ცნობილი ხდება, კილიან მბაპე მადრიდის “რეალს” უფასოდ შეუერთდება. Goal.com – ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბმა” 4-თვიანი […]
პიკემ ერთმანეთს მბაპე და ჰოლანდი შეადარა
კატალონიის ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, ერლინგ ჰოლანდსა და კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არიან. ორივე ძალიან ახალგაზრდაა და ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ. ვფიქრობ, ჰოლანდი ნამდვილი ფორვარდია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, რომელიც ბევრ გოლს იტანს. თავის მხრივ, მბაპე უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც თამაში როგორც ფლანგზე, ასევე მოედნის ცენტრში შეუძლია. ჰოლანდის […]
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 ხმა კილიან მბაპემ მიიღო
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 49 მილიონ ადამიანს, საკუთარი ქვეყნის ლიდერის არჩევა, შემდგომი 5 წლის ვადით შეეძლო. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდნენ. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, […]
Sportbible – მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო!
ფრანგული და ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სატრანსფერო სპეკულაციებისა და მადრიდის “რეალის” ინტერესის მიუხედავად, მბაპემ პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. Sportbible-ს მტკიცებით, კილიან მბაპესა და “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლებს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ოფიციალური განცხადება კი მაისის თვეში გაკეთდება. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი […]
მბაპეს შედევრი გოლი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ | VIDEO
Marca – რეალი მბაპესთან კონტრაქტს მომავალ კვირას გააფორმებს
,,პარი სენ ჟერმენისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე, კარიერას ,,რეალ მადრიდში” გააგრძელებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. მხარეები კონტრაქტის დეტალებს 18 მარტამდე შეათანხმებენ, ტრანსფერი კი ოფიციალურად სეზონის ბოლოს დადასტურდება. ესპანური გამოცემის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება ,,სამეფო გუნდში” 25 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, კილიანი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბონუსის სახით 60-80 მილიონ ევროს მიიღებს. მბაპე ,,პსჟ-ში” […]
პსჟ-ს და ნეიმარის გზები იყოფა: ფრანგებს ბრაზილიელის რაც შეიძლება მალე გაშვება სურთ
ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “პსჟ” ნეიმართან განშორებას აპირებს. Launched on: https://starlitenewsng.com/how-much-is-powerball-jackpot-worth-today/ Monday January 6, One of the best new online casinos on the strip! ეს ამბავი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელთა მიერ განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ გახდა აქტუალური. We also offer our Canadian players a wide variety of Banking Options https://parkirpintar.com/baccarat-rouge-540-extrait-and-casino-royale/ deposit and withdrawal , ensuring […]
კილიან მბაპემ, შესაძლოა, მადრიდის რეალთან ითამაშოს
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე მძიმე ტრავმას გადაურჩა და ,,რეალთან” მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში თამაშს შეძლებს. L’Equipe-ს ცნობით, კილიანმა იდრისა გეიესთან ვარჯიშზე შეჯახების შედეგად მარცხენა ფეხი დაიზიანა, დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ფეხბურთელს მოტეხილობა არ აქვს. ამ ეტაპზე გუნდის ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერი ოთხშაბათის მატჩისთვის ბოლომდე მზად იყოს. ჩემპიონთა ლიგის […]
კილიან მბაპემ რეალთან მატჩამდე ტრავმა მიიღო
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი თანაგუნდელთან შეჯახების შედეგად დაშავდა და სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა კილიანი ოთხშაბათს ,,რეალთან” თამაშს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ,,პსჟ-სა” და ,,რეალს” შორის პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გამარჯვების […]