2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. უპრინციპულესი შეხვედრა, 4 ივლისს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაზე” გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისათვის აშენებულ, ახალ არენაზე იასპარეზებს. უკრაინასთან განცდილი მარცხის (79:66) შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რეაბილიტაციას ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ […]