საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისა და ,,აიას” კაპიტანი, გიორგი გერგედავა ფრანგულ ,,კლერმონში” ითამაშებს. ქართველი მორაგბე სადებიუტო სეზონს ესპუარებში გაატარებს. გიორგი გერგედავა უმცროს ,,ბორჯღალოსნებთან” ერთად წელს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქუთაისის ,,აიადან” ,,კლერმონში” გასული წლის ნოემბერში კიდევ ერთი მორაგბე, გიგა თუთისანი წავიდა. Top 14-ის მიმდინარე სეზონში ,,კლერმონი” 27 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა.