პოდკასტერი და 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი – მარტინს ლიჩისი, საქართველოში იმყოფებოდა, სადაც მისი მეგობრები კონსტანტინე ჯანაშია და ლევან საგინაშვილი მოინახულა. Youtube-ს პოპულარული პოდკასტის “I Trained With Giants“-ის მორიგი ეპიზოდი, საქართველოს დაეთმო. ავტორმა ქართველ “სთრონგმენთან” შეხვედრისა და მასთან ერთად გატარებული დროის შესახებ დადებითად ისაუბრა და საქართველოში დაბრუნების სურვილი კვლავ გამოთქვა.